ჰარშა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ჰარშა (სრული სახელი ჰარშავარდჰანა) (გ. 647), ინდოეთის მმართველი (დაახლოებით 606-647) ჰუშპაბჰუტის (პუშიაბჰუტი) საგვარეულოდან. წერდა სანსკრიტზე. ცნობილია ჰარშას დრამები „რატნავალი“, „პრიადარშიკა“, რომელთა სიუჟეტი აგებულია სატრფიალო-ავანტიურულ ინტრიგაზე, და „ნაგების სიხარული“ („ნაგანანდა“), რომელსაც საფუძვლად უდევს ბუდისტური ლეგენდა სამართლიანობისათვის თავდადებული მეფის ჯიმუტავაჰანის შესახებ. ჰარშას რამდენიმე ლექსი შემოინახა ანთოლოგიებმა.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქსე, ტ. 11, გვ. 606, თბ., 1987