ჰაროლდ სპენსერ ჯოუნზი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰაროლდ სპენსერ ჯოუნზე (Harold Spencer Jones; დ. 29 მარტი. 1890, ლონდონი — გ. 3 ნოემბერი. 1960, იქვე), ინგლისელი ასტრონომი. 1923-1933 კეთილი იმედის კონცხზე არსებული ასტრონომიული ობსერვატორიის დირექტორი, 1933-იდან გვინვიჩის ობსერვატორიის დირექტორი (სამეფო ასტრონომ), 1937-1939 ასტრონომიული საზოგადოების პრეზიდენტი, 1945-1948 საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის პრეზიდენტი. იკვლევდა მთვარისა და მარსის მოძრაობას, დედამიწის ბრუნვის უთანაბრობას, დააზუსტა მზის პარალაქსი, სინათლის აბერაციისა და ნუტაციის მუდმივები და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 11, გვ. 576, თბ., 1987