ჰაროლდ ლოიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰაროლდ ლოიდი

ჰაროლდ ლოიდი (ინგლ. Harold Lloyd; დ. 20 აპრილი, 1893, ბერჩარდი — გ. 8 მარტი, 1971, ლოს-ანჯელესი) — ამერიკელი კინომსახიობი. დაამთავრა სან-დიეგოს დრამატული სკოლა. 1913 წლიდან მოღვაწეობდა კინოში. 1915–1917 წლებში პოპულარობა მოიპოვა მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერიამ ლოიდის მონაწილეობით („მარტოხელა ლიუკი“). ლოიდი 1920-იანი წლების ამერიკული კინოს ერთ-ერთი საუკეთესო კომიკოსი იყო. მონაწილეობდა ფილმებში: „ბებიას შვილიშვილი“ (1922), „ექიმი ჯეკი“ (1922), „ახალბედა“ (1925), „უმცროსი ძმა“ (1927) და სხვა. 1962 წელს, ეკრანებზე გამოვიდა ლოიდის კინო-ფილმების კრებული „ჰაროლდ ლოიდის კომედიის სამყარო“. იგი იყო რეჟისორი და პროდიუსერი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: