როი ჰაროდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჰაროდი, როი ფორბზ)

როი ფორბზ ჰაროდი ჰეროდი (დ. 13 თებერვალი, 1900, ლონდონი — გ. 8 მარტი, 1978, ჰოლტი) — ინგლისელი ეკონომისტი, ჯონ კეინზის მოწაფე და მიმდევარი.

დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტი (1922). აქვე კითხულობდა ეკონომიკის კურსს (1929–1937 და 1946–1967). 1942–1945 წლებში იყო საადმირალოს მრჩეველი სტატიკურ საკითხებში, 1947–1950გაეროს ქვეკომისიის წევრი დასაქმებისა და განვითარების სტაბილურობის საკითხებში, 1952–1953 — საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეკონომიკის მრჩეველი. ჰაროდის ძირითადი შრომები ეხება ეკონომიკის ზრდის, ფულის თეორიის, კაპიტალიზმის სავალუტო სისტემისა და სხვა პრობლემებს. ჰაროდი უგულებელყოფდა კაპიტალისტურ კვლავწარმოების რეალურ პროცესს და მისთვის დამახასიათებელ წინააღმდეგობებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]