ჰარი ჰარისონი
| ჰარი ჰარისონი | |
|---|---|
| დაბადების თარიღი | 12 მარტი, 1925 |
| დაბადების ადგილი | სტემფორდი, აშშ |
| გარდაცვალების თარიღი | 15 აგვისტო, 2012 |
| საქმიანობა | მწერალი |
| ეროვნება | ამერიკელი |
| ჟანრი | სამეცნიერო ფანტასტიკა |
|
ოფიციალური საიტი |
|
ჰარი ჰარისონი (ინგლ. Harry Harrison; დ. 12 მარტი, 1925, სტემფორდი, აშშ — გ. 15 აგვისტო, 2012) — ამერიკელი მწერალი. მოღვაწეობდა სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროში.
ბიოგრაფია [რედაქტირება]
მწერალი 1925 წლის მარტში, აშშ-ის შტატ კონექტიკუტში დაიბადა. სამხატვრო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1943 წელს სამხედრო გაწვევა მიიღო და 4 წელი ამერიკის შეიარაღებულ ძალებში ინსტრუქტორად იმსახურა. სამხედრო სამსახური მან სერჟანტის წოდებით დაასრულა და ცხოვრების ბოლომდე ანტიმილიტარიზმს უჭერდა მხარს. მისი ნეიტრალური დამოკიდებულება ომის მიმართ მისსავე ნაწარმოებში - „ბილი, გალაქტიკის გმირი“ აისახა.
სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ ჰარი ჰარისონი გაზეთში ჯერ მხატვრად მუშაობდა, შემდეგ კი რედაქტორად. მწერალმა და რედაქტორმა ლიტერატურული კარიერა 1958 წელს გაზეთ „Flash Gordon“-ში დაიწყო. მისი პირველი ნოველა „Deathworld“ 1960 წელს დაიბეჭდა.
ჰარისონს ეკუთვნის ფანტასტიკის ჟანრის სატირულ ნაწარმოებთა სერია „ბილი, გალაქტიკის გმირი“. ასევე „ჩაიწიეთ! ჩაიწიეთ!“, რომლის საფუძველზე 1973 წელს ფილმი „Soylent Green“ გადაიღეს.