ჰარი პოტერი (ლიტერატურული ნაწარმოები)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰარი პოტერი
Harry Potter
Coat of arms Hogwart with motto.svg
ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლის გერბი
ავტორი

ჯოან როულინგი

ილუსტრატორი

ჯეისონ კოკროფტი (ბრიტანეთი)
მერი გრანპრე (აშშ)

ქვეყანა

ინგლისი

ენა

ინგლისური

თემა

მაგია

ჟანრი

ფენტეზი, თრილერი

გამომცემელი

ბლუმსბერი პაბლიშინგი ბრიტანეთი
სქოლესტიქ პაბლიშინგიაშშ

მედია

წიგნი (რბილი და მყარი ყდები)და აუდიოწიგნი

ჰარი პოტერი (ინგლ. Harry Potter) — ჯოან როულინგის მიერ დაწერილი 7 ნაწილიანი ფენტეზის ჟანრის წიგნების სერია. იგი ჰარი პოტერის, ახალგაზრდა ჯადოქრის თავგადასავლებს ასახავს და ძირითადად ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. წიგნი მთელ მსოფლიოშია ცნობილი და უამრავ ენაზეა თარგმნილი, მათ შორის ქართულადაც. დიდი პოპულარობით სარგებლობს წიგნის ეკრანიზაციაც.

[რედაქტირება] სიუჟეტი

ჰარი პოტერი ერთი უცნაური თვისებების მქონე ობოლი ბიჭია, რომელიც დერსლების ოჯახთან,დეიდასთან და ბიძიასთან ერთად ცხოვრობს ქალაქ ლიტლ უინგში, პრივიტ დრაივის #4 სახლში.ყველაფერი ერთ ჩვეულებრივ დღეს დაიწყო,როდესაც ჰარიმ,ვისაც დეიდას და ბიძიას გარდა არავინ ჰყავდა,წერილი მიიღო,თუმცა მისი წაკითხვა ვერ მოასწრო,რადგან ბიძიამ წაართვა.ამის შემდეგ სახლში წერილების ნამდვილი წვიმა წამოვიდა,რასაც დერსლები ჰარისთან ერთად ერთ მიყრუებულ კუნძულზე გაექცნენ. ეს სწორედ ჰარის მე-11 დაბადების დღემდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა. ჰარის დაბადების დღეზე კი მასთან მივიდა ნახევრად გოლიათი ჰაგრიდი და უთხრა, რომ იგი ჯადოქარია.უამბო თავისი მშობლების გარდაცვალების ნამდვილ მიზეზზეც,ისინი კი თავისი დროის უდიდესმა ბოროტმა ჯადოქარმა,ლორდმა ვოლდემორმა დახოცა.მან ჰარის მოკვლაც სცადა,თუმცა უშედეგოდ.ჰარისთვის წერილი გამოგზავნილი იყო ჯადოქრობისა და მაგიის სკოლა ჰოგვორტსიდან. ამის შემდეგ ჰარიჰოგვორტსში წავიდა სასწავლებლად და იქ ბევრი მეგობარი შეიძინა. ბიჭი მიხვდა, რომ ის თავის სამყაროში აღმოჩნდა, იქ მას ყველა იცნობდა და ყველა პატივს სცემდა რადგან ის ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც ბოროტ ძლევამოსილ ჯადოქარ, ვოლდემორს წინ გადაუდგა და დაამარცხა ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ის ჩვილი იყო. ჰარის ამ ამბიდან არაფერი ახსოვდა თუმცა მის სხეულზე დარჩენილი ნაიარევი ამას ადასტურებდა. ის თუ რატომ სურდა ვოლდემორს ჰარის მოკვლა ირკვევა წიგნის მეხუთე ტომში ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი. საბოლოოდ ჰარი შეძლებს ვოლდემორის დამარცხებას, ამას იგი თავის მეგობარ რონთან და ჰერმიონთან ერთად მოახერხებს. მათ შეძლეს და გაანადგურეს ვოლდემორის მიერ შექმნილი ჰორკრუქსები სადაც მისი სულის ნაწილები იყო განთავსებული.

[რედაქტირება] წიგნები

თითოეული წიგნის დეტალური განხილვები მოცემულია სტატიებში

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე
ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე