ჰანს ჰუბერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰანს ჰუბერი

ჰანს ჰუბერი (დ. 28 ივნისი, 1852, ეპენბერგი, ზოლოტურნის კანტონი — გ. 25 დეკემბერი, 1921, ლოკარნო) — შვეიცარიელი კომპოზიტორი და პედაგოგი.

1870-1874 წლებში სწავლობდა ლაიფციგის კონსერვატორიაში (კ. რაინიკესა და ე. რიხტერთან). 1877 წლიდან მუშაობდა ბაზელში. 1889 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საყოველთაო სამუსიკო სკოლაში (1896-1918 წლებში დირექტორი). საფუძველი ჩაუყარა შვეიცარულ სიმფონიურ მუსიკას. აღსანიშნავია მისი პროგრამული სიმფონიები (I — „ტელი“, II „ა. ბეკლინის სიუჟეტებზე“, III — „ჰეროიდიკული“ და სხვა). ჰუბერს ეკუთვნის 5 ოპერა (მ. შ. „მსოფლიოს გაზაფხული“, 1894; „ზღვის ნობათი“, 1918 და სხვა); ორი ორატორია, კონტატები, სიმფონიები და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]