ჰამერსმით-ენდ-სიტის ხაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰამერსმით-ენდ-სიტი
ფერი სქემაზე: ვარდისფერი
გახსნის წელი: 1863
ხაზის ტიპი: მიწისქვეშა
მოძრავი შემადგ.: C
მოქმედი სადგური: 28
სიგრძე (კმ): 26.5
სიგრძე (მილი): 16.5
დეპოები: ჰამერსმითი
ნისდენი
მგზავრ. რაოდენობა: 45 845 000 (წელიწადში)
ტრანსპორტ ფორ ლონდონის
რკინიგზის ხაზები
ლონდონის მეტროპოლიტენის ხაზები:
  ბეიკერლოო
  ცენტრალური
  წრიული
  დისტრიქტი
  ჰამერსმით-ენდ-სიტი
  საიუბილეო
  მეტროპოლიტენი
  ნორთერნი
  პიკადილი
  ვიქტორია
  ვატერლოო-ენდ-სიტი
სხვა ხაზები:
  დოკლენდსის მსუბუქი რკინიგზა
  Tramlink
  Overground

ჰამერსმით-ენდ-სიტის ხაზი (ინგლ. Hammersmith & City Line) — ლონდონის მეტროპოლიტენის ერთ-ერთი ხაზია. მეტროპოლიტენის სქემაზე იგი ვარდისფრადაა აღნიშნული. აღსანიშნავია, რომ უწინ იგი მეტროპოლიტენის ხაზის ნაწილი იყო და შესაბამისად, მის შემადგენლობაშია მსოფლიოში უძველესი მონაკვეთი — მეტროსადგურ ფარინგდონიდან პადინგტონამდე, რომელიც 1863 წლის 10 იანვარს გაიხსნა. ხაზი დასავლეთ ლონდონიდან აღმოსავლეთ ლონდონისკენაა გადაჭიმული. სულ 28 სადგურიდან, 14 მიწისქვეშაა. დატვირთვის მიხედვით, იგი მეათეა ქალაქში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰამერსმით-ენდ-სიტის ხაზი 1988 წლამდე მეტროპოლიტენის ხაზის განშტოება იყო, თუმცა ბოლო წლებში ის უფრო ცალკე ხაზის სახით ფუნქციონირებდა, რომლის ნაწილს ჰამერსმითიდან ბეიკერის ქუჩამდე და ლივერპულის ქუჩიდან ბარკინგმადე მეტროპოლიტენის ხაზი არ იყენებდა და, შესაბამისად, არც ამ ხაზის რუკაზე იყო დატანილი. ეს ხაზი ასევე იყენებდა C ტიპის ელმავლებს, ნაცვლად მეტროპოლიტენის ხაზის A ტიპის ელმავლებისა. ვინაიდან ეს ცვლილება შედარებით ახალია, მრავალ სადგურზე დღემდე შემორჩა ფირნიშები და ლითონის რუკები, რომლებიც მიხედვით ეს სადგურები მეტროპოლიტენის ხაზს ეკუთვნის.

ხაზის სახელწოდება მომდინარეობს ჰამერსმითისა და სიტის რკინიგზიდან (Hammersmith and City Railway - H&CR), 5 კმ სიგრძის ნაწილი ჰამერსმითის სადგურსა და ვესტბორნ პარკს შორის, რომელიც 1864 წელს გაიხსნა და რომელიც ერთობლივად ააგო და ექსპლოატაციას უწევდა მეტროპოლიტენი და სარკინიგზო კომპანია Great Western Railways 1864-68 წლებში.

მატარებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰამერსმით-ენდ-სიტის ხაზის გეოგრაფიულად ზუსტი სქემა
ჰამერსმით-ენდ-სიტის ხაზის გეოგრაფიულად ზუსტი სქემა

სადგურები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

 ⚙️ ჰამერსმით-ენდ-სიტის ხაზი
ჰამერსმითი
ჰამერსმითის დეპო
გოლდჰოკ როუდი
შეფერდს ბუშ მარკეტი
ვუდ ლეინი
ცენტრალური ხაზი
ლეტიმერ როუდი
ლედბროკ გროუვი
გრეიტ ვესტერნ მაინ ლაინი
უესტბურნ პარკი
როიალ ოუკი
პადინგტონი(ჰამერსმით-ენდ-სიტი) National Rail
პადინგტონი(წრიული/დისტრიქტი) National Rail
ეჯვარ როუდი
მეტროპოლიტენის ხაზი
ბეიკერ სტრიტი
მეტროპოლიტენის ხაზი
გრეიტ პორტლენდ სტრიტი
იუსტონ სკვერი (National Rail იუსტონი)
კინგს კროს სენტ პანკრასი National Rail
ტემზლინკი (სენტ პანკრასის მიმართულებით)
ფარინგდონი National Rail
ტემზლინკი (ბლეკფრაიარსის მიმართულებით)
ბარბიკენი National Rail
მურგეიტი National Rail
ლივერპულ სტრიტი National Rail
წრიული/მეტროპოლიტენის ხაზი
ელდგეიტი(წრიული/მეტროპოლიტენი)
დისტრიქტის ხაზი
ელდგეიტ ისტი
უაიტჩეპლი
სტეპნი გრინი
ცენტრალური ხაზი
მაილ ენდი
ცენტრალური ხაზი
ლ.ტ.ს.-ის ხაზი (ფენჩარჩ სტრიტის მიმართულებით)
ბოუ როუდი (Docklands Light Railway ბოუ ჩარჩი)
ბრომლი-ბაი-ბოუ
ვესტ ჰემი National Rail
პლეისტოუ
აპტონ პარკი
ისტ ჰემი
ბარკინგი London Overground National Rail
დისტრიქტის ხაზი გრძელდება

(დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ)

უერთდება წრიულ და დისტრიქტის ხაზებს

უერთდება მეტროპოლიტენის ხაზს

შორდება წრიულ და მეტროპოლიტენის ხაზებს; უერთდება დისტრიქტის ხაზს

სამომავლო გეგმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]