ჰამაგუჩი ოსაჩი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰამაგუტი ოსატი

ჰამაგუჩი ოსაჩი (濱口 雄幸; დ.1 აპრილი, 1870, კოჩის პრეფექტურა ― გ.26 ივლისი, 1931, ტოკიო), იაპონიის პოლიტიკური მოღვაწე. 1924-1926 წლებში ფინანსთა მინისტრი, 1927 შინაგან საქმეთა მინისტრი. მინსეიტოს პარტიის შექმნის შემდეგ (1927) მის თავმჯდომარედ აირჩიეს. 1929-1930 და 1931 წლებში იყო პრემიერ-მინისტრი. ჰამაგუტის კაბინეტი მსოფლიო ეკონომიური კრიზისის დროს (1929-1933) მხარს უჭერდა მონოპოლიებს, იერიში მიჰქონდა მშრომელთა უფლებებზე და აფართოებდა სამხედრო წარმოებას "მრეწველობის რაციონალიზაციის" გზით. 1930 წელს ნოემბერში ტერორისტმა მძიმედ დაჭრა.

ლიტერატურა[რედაქტირება]