ჰალ-საფლიენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰალ-საფლიენი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Photo Ellis Hal Salflieni.jpg
ქვეყანა მალტის დროშა მალტა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 35°52′12″ ჩ. გ. 14°30′23″ ა. გ. / 35.87000° ჩ. გ. 14.50639° ა. გ. / 35.87000; 14.50639
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1980  (მე-4 სესია)
ნომერი 130
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 130
რუს.ინგლ.ფრ.

ჰალ-საფლიენი (მალტ. Ħal-Saflieni) — მიწისქვეშა, მეგალითური სტრუქტურა მალტაზე, ქალაქ პაოლაში. თარიღდება ძვ. წ. 3000-2500 წლებით. თავდაპირველად ის სალოცავი ყოფილა, რომელიც შემდეგ ნეკროპოლისად იქცა. ამჟამად კი მსოფლიოში ერთადერთი პრეისტორიული მიწისქვეშა ტაძარია. 1980 წელს იგი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. 1992 - 1996 წლებში, სარესტავრაციო სამუშაოების გამო მნახველთათვის ის დახურული იყო. მას შემდეგ კი, ყოველდღიურად მხოლოდ 80 ადამიანის შესვლაა ნებადართული, აქედან გამომდინარე, ხშირად ბილეთის ლოდინი 2-3 კვირაა საჭირო.

მონუმენტი 1902 წელს მთალდ შემთხვევით, მუშებმა აღმოაჩინეს, როდესაც ისინი მშენებარე სახლისთვის წყლის რეზერვუარს თხრიდნენ, პირდაპირ ტაძრის სახურავს მიადგნენ. თავდაპირველად მუშებმა ამ ამბის დაფარვა სცადეს, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩენა მაინც გახმაურდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]