ჰალ-ინ-ტიროლი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ქალაქი
ჰალ-ინ-ტიროლი
Hall in Tirol
|
ჰალ-ინ-ტიროლი (გერმ. Hall in Tirol) — ქალაქი ავსტრიაში, ტიროლის ფედერალურ მხარეში, ისნბრუკ-ლანდის რაიონში. მდებარეობს ზღვის დონიდან 574 მეტრზე, მხარის დედაქალაქ ინსბრუკიდან 5 კმ-ით აღმოსავლეთით, ინის ხეობაში. 2011 წლის მონაცემებით მოსახლეობა 12 700 ადამიანს შეადგენს.
წერილობით წყაროებში ქალაქი პირველად 1232 წელს იხსენიება სალინას სახელით, თანამედროვე სახელი კი 1256 წლით თარიღდება, ისევე როგორც ჰალეს, შვებიშ-ჰალისა და ჰალშტატის, რაც კელტური სიტყვა მარილისგან მომდინარეობს. XIII საუკუნეში ქალაქისა და მისი შემოგარენის მთავარ ინდუსტრიულ საქმიანობას განაპირობებდა მის ჩრდილოეთით არსებული მარილის საბადო.
1938-1974 წლებში ქალაქს ზოლბად-ჰალი ერქვა. სახელი შეეცვალა მას შემდეგ, რაც 1967 წელს მარილის საბადოები დაიხურა.
დაძმობილებული ქალაქები [რედაქტირება]
იზერლონი, გერმანია, 1967-დან
ვინტერტური, შვეიცარია
სომაკამპანია, იტალია