ჰაინც ჰიტლერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰაინც ჰიტლერი
Heinz Hitler

ჰაინცი II მსოფლიო ომში
მეტსახელი ჰაინცი
ეროვნება გერმანელი
დაბადების თარიღი 14 მარტი, 1920
დაბადების ადგილი ვაიმარის რესპუბლიკა
გარდაცვალების თარიღი 21 თებერვალი, 1942 (21 წლის)
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი, სსრკ
კუთვნილება  მესამე რაიხი
ჯარის სახეობა არმია
სამხედრო სამსახურის წლები 1939-1942
წოდება უნტერ-ოფიცერი
ნაწილი პოტსდამის 23-ე საარტილერიო პოლკი
ბრძოლები/ომები II მსოფლიო ომი
ოპერ. ბარბაროსა
მოსკოვის ბრძოლა
ჯილდოები რკინის ჯვარი
(მეორე კლასის)
კავშირი ალოისი (მამა)
უილიამი (ნახევარძმა)
ადოლფი (ბიძა)

ჰაინც ჰიტლერი (დ. 14 მარტი, 1920 — გ. 21 თებერვალი, 1942) — ალოის ჰიტლერისა და მისი მეორე ცოლის ჰედვიგ ჰაიდემანის ვაჟი, ადოლფ ჰიტლერის ძმისშვილი. მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ჰაინცი ვერმახტს შეუერთდა და აღმოსავლეთ ფრონტზე იბრძოდა, სადაც ტყვედ ჩავარდა, რის შემდეგაც გარდაიცვალა მოსკოვის ციხეში 1942 წლის 21 თებერვალს 21 წლის ასაკში.

მისი უფროსი ძმისაგან განსხვავებით ჰაინცი ნაციონალ-სოციალისტი (ნაცისტი) და ჰიტლერის საყვარელი ძმისშვილი იყო. მან დაამთავრა ელიტური ნაცისტური სამხედრო აკადემია განათლების ეროვნულ-პოლიტიკური ინსტიტუტი საქსონია-ანჰალტში. მას სურდა გამხდარიყო ოფიცერი და შეუერთდა ვერმახტს, რის შემდეგაც 1941 წლიდან იბრძოდა პოტსდამის 23-ე საარტილერიო პოლკში. მან ასევე მონაწილეობა მიიღო ოპერაცია ბარბაროსაში როდესაც მესამე რაიხი საბჭოთა კავშირში შეიჭრა. 1942 წლის 10 იანვარს ის რუსმა სამხედროებმა აიყვანეს და მოსკოვში ბუტირკის ციხეში გააგზავნეს სადაც რამდენიმე დღიანი დაკითხვისა და წამების შემდეგ გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]