ჰაინრიხ უილჰელმ ოლბერსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰაინრიხ უილჰელმ ოლბერსი

ჰაინრიხ უილჰელმ მათეუს ოლბერსი (გერმ. Heinrich Wilhelm Matthäus Olbers, დ. 11 ოქტომბერი, 1758, არბერგენი — გ. 2 მარტი, 1840, ბრემენი) — გერმანელი ასტრონომი, ექიმი და ფიზიკოსი.

ექიმობას გეტინგენში სწავლობდა. 1780 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ პრაქტიკა ბრემენში დაიწყო. ღამეებს ასტრონომიულ დაკვირვებებს უთმობდა. 1802 წელს აღმოაჩინა (და სახელი დაარქვა) ასტეროიდი პალასი. 1807 წელს აღმოაჩინა ასტეროიდი ვესტა, რომელსაც სახელი გაუსმა დაარქვა ოლბერსის ნებართვით. 1815 წლის 6 მარტს ოლბერსმა ასევე აღმოაჩინა პერიოდული კომეტა, რომელსაც მის პატივსაცემად 13პ/ოლბერსი დაარქვეს. მის პატივსაცემას დაარქვეს სახელი ასევე ოლბერსის პარადოქსს.