ჰაინრიხ ლომი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ითვლება, რომ ეს ქანდაკება ბრაუნშვაიგის საკათდრო ტაძარზე გამოხატავს ჰაინრიხ ლომს.

ჰაინრიხ ლომი (დ. 1129 — გ. 6 აგვისტო, 1195, ბრაუნშვაიგი) — საქსონიისა (1142-1180) და ბავარიის (1156-1180) ჰერცოგი ველფების საგვარეულოდან. ალბრეხტ დათვთან ერთად სათავეში ჩაუდგა წარუმატებელ ჯვაროსნულ ლაშქრობას სლავების წინააღმდეგ 1147. 1160 დაიპყრო ბოდრიჩების თითქმის მთელი მიწები და ელბის აღმოსავლეთით მდებარე უზარმაზარი ტერიტორიის მფლობელი გახდა. გაანადგურა და აღმოსავლეთით დაახევინა სლავებს, მათ მიწებზე კი გერმანელი კოლონისტები დაასახლა. მწვავე კონფლიქტი მოუვიდა ფრიდრიხ I ბარბაროსასთან, რომელმაც ისარგებლა იმით, რომ ჰაინრიხ ლომმა უარი თქვა იტალიის ლაშქრობაში მონაწილეობაზე, 1180 სასამართლო მოუწყო და სამფლობელოების დიდი ნაწილი ჩამოართვა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: