ფრიდრიხ ჰაიეკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ჰაიეკი, ფრიდრიხ)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრიდრიხ ჰაიეკი
დაბ. თარიღი 8 მაისი, 1899
დაბ. ადგილი ვენა
გარდ. თარიღი 23 მარტი, 1992
გარდ. ადგილი ფრაიბურგი
მოქალაქეობა ავსტრია, გაერთიანებული სამეფო
სამეცნიერო სფერო ეკონომიკა
მუშაობის ადგილი

ლონდონის ეკონომიკის სკოლა (1931-1950)
ჩიკაგოს უნივერსიტეტი (1950-1962)

ფრაიბურგის უნივერსიტეტი (1962-1968)
სამეცნიერო ხელმძღვანელი ლუდვიგ ფონ მიზესი
განთქმული მოსწავლეები მილტონ ფრიდმანი
ცნობილი სამუშაო ავსტრიული სკოლის წარმომადგენელი
ჯილდოები ნობელის პრემია (1974)

ხელმოწერა

ფრიდრიხ ავგუსტ ფონ ჰაიეკი (დ. 8 მაისი. 1899, ვენა — გ. 23 მარტი. 1992, ფრაიბურგი, ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში) — ავსტრიელი ეკონომისტი. დაამთავრა ვენის უნივერსიტეტი (1921), ავსტრიის ეკონომიური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი (1927-1931), ლონდონის (1931-1950), ჩიკაგოს (1950-1962), ფრაიბურგის (1962-1969) უნივერსიტეტების პროფესორი, 1970-იდან ზალცბურგის (ავსტრია) უნივერსიტეტის პროფესორ-კონსულტანტი. ჰაიეკი ცდილობს ავსტრიული ბურჟუაზიული პოლიტიკური ეკონომიკური სუბიექტურ-ფსიქოლოგიური მეთოდი შეუთავსოს მათემატიკურ თეორიასა და იდეალისტურ ფილოსოფიას. კაპიტალს განიხილავს როგორც ყველა საზოგადოებრივ-ეკონომიური ფორმაციისათვის დამახასიათებელ მუდმივ კატეგორიას. ჭარბწარმოების ეკონომიური კრიზისების მიზეზად მიაჩნდა ინვესტიციების მეტისმეტი ზრდა და ბანკების მიერ არასწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარება, კრიზისების აღმოფხვრის საშუალებად კი - მშრომელი მასების მოხმარების დონისა და ხელფასის შემცირება. წინააღმდეგია ეკონომიკაში სახელმწიფოს აქტიური ჩარევისა, უხეშად ამახინჯებს კომუნისტური მშენებლობის თეორიასა და პრაქტიკას. ნობელის პრემიის ლაურეატი (გ. მიურდალთან ერთად 1974).

ლიტერატურა[რედაქტირება]