ჰავანა რივიერა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰავანა რივიერა
მდებარეობა დროშა: კუბა კუბა
ისტორია
გახსნის თარიღი 1957
სტატისტიკა
ნომრების რაოდენობა 352
სართულების რაოდენობა 21
ოფიციალური ვებ-გვერდი [http:// ოფიციალური საიტი]

„ჰავანა რივიერა“ (Hotel Habana Riviera) — სასტუმრო კუბაში, დედაქალაქ ჰავანაში. მდებარეობს მალეკონის სანაპირო ბულვარზე. შეიცავს დაახლოებით 350 ნომერს. სასტუმროს ფლობდა და მართავდა კომპანია სახელწოდებით Riviera de Cuba S.A., რომელიც ჩამოაყალიბა მეირ ლანსკიმ. მშენებლობაში დაიხარჯა 8 მილიონი აშშ დოლარი, რომლის უდიდესი წილი გაიღო სახელმწიფო ეკონომიკური და სოციალური განვითარების ბანკმა (BANDES), რომლის ზრდა-განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა ფულხენსიო ბატისტამ.[1]

ლანსკის საინვესტიციო პარტნიორებიდან იყვნენ ლას-ვეგასის პოლიტიკური ბროკერები, მათ შორის მისი ძველი მეგობრები მოე დელიტცი, მორის კლეინმენი, სემ ტაკერი, ედუარდ ლევინსონი, ჰაიამ აბრამსი და სხვები, რომლებიც სხვადასხვა დაწესებულებებიდან გვევლინებოდნენ.

ჰავანა რივიერა, რომელიც მოჩანს მალეკონის სანაპირო გამზირიდან

ჰავანა რივიერა აშენდა 1957 წლის 10 დეკემბერს. იმ დროისათვის იყო კუბის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო, ამასთანავე ჰავანა რივიერა ქალაქ ჰავანაში წარმოადგენდა პირველ სასტუმროს, სადაც ოთახები კონდიციონერებით იყო აღჭურვილი. სასტუმროს ოთახებიდან ხედი იშლებოდა მექსიკის ყურეზე. შენობის არქიტექტორის ასარჩევად ლანსკიმ თავდაპირველად აირჩია უეინ მაკალისტერი, რომელიც ლოს-ანჯელესში ნაყოფიერად მოღვაწეობდა. მისი დაჟინებული მოთხოვნით შენობა დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში უნდა აშენებულიყო. ლანსკიმ არქიტექტორად საბოლოოდ იგორ პოლევიცკი აიყვანა, ხოლო ირვინგ ფელდმანი იყო პროექტის გენერალური კონტრაქტორი. ლანსკის დაქირავებული ყავდა აგრეთვე ორი ცნობილი კუბელი ხელოვანი.

გარკვეული დროის შემდეგ ჰავანა რივიერა გადაიქცა ჰავანის სიმბოლოდ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Eduardo Sáenz Rovner, Russ Davidson (2009). The Cuban Connection. UNC Press.