ჯ. ჯონა ჯეიმსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯეიმზ ჯეიმზონი

ჯ. ჯონა ჯეიმზონი The Amazing Spider-Man #546 სტივ მაკნივენის ნამუშევარი
გამოცემის ინფორმაცია
გამომცემელი Marvel Comics
პირველი გამოჩენა The Amazing Spider-Man #1 (მარტი, 1963წ.)
ავტორ(ებ)ი სტენ ლი
სტივ დიტკო
დახასიათება
სახეობა ადამიანი
ფსევდონიმები ჯეი-ჯეი, ჯეი ჯეიმზონი.
გუნდები/
ჯგუფები
დეილი ბიგლი,
ჟურნალი ”ახალი”,
ჯეიმზონის გამოცემები,
ჯეიმზონის სიახლეთა შეჯამება(გაზეთი)
მოკავშირეები ადამიანი ობობა
თავზეხელაღებული

ჯეი ჯონა ჯეიმზონიMarvel Comics-ის გამოგონილი პერსონაჟი, ყველაზე ხშირად გვხვდება ადამიანი ობობას გამოცემებში, სადაც გაზეთ დეილი ბიგლის მთავარ რედაქტორს წარმოადგენს. მისი შემქმნელები არიან მწერალი სტენ ლი და მხატვარი სტივ დიტკო, მისი პირველი გამოჩენა მოხდა კომიქსში The Amazing Spider-Man #1 - 1963წლის მარტი.

მოგონილი ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯეი ჯონა ჯიემსონი (Jay Jonah Jameson) - ნიუ-ორკის ყველაზე პოპულარული გაზეთის ”დეილი ბიგლის” მთავარი რედაქტორია და ასევე პიტერ პარკერის ”მძიმე ხასიათის” მქონე უფროსი. მისი კარიერა საშტატო გაზეთში, რეპორტიორის თანამდეგობით დაიწყო. დიდი ხნის მოღვაწეობის შემდეგ ის გახდა დეილი ბიგლის ხელმძღვანელი. ამ დროს მთელ მის ცხოვრებას მისი სამუშო წარმოადგენდა. შეფ-რედაქტორად გახდომის შემდეგ ჯეიმზონმა ბევრი იმუშავა რომ მისი გაზეთი ნიუ-ორკში ყველაზე ცნობილი და გაყიდვადი ყოფილიყო. მის რეპორტიორებს ავალებდა რომ მიზნის მისაღწევად ყველა გზა გამოეყენებინათ. ჯონი თავს ყველას მძიმე ხასიათის, ნერვიულ უფროსად აჩვენებს. მაგრამ მასთან მომუშავე ადამიანიებმა მშვენივრად იციცან რომ ეს მხოლოდ ნიღაბია, რომელსაც ჯეიმზონი მუშაობისას იყენებს.

ჯეიმზონი ვერ იტანს ადამიან ობობას და მთელი ძალებით ცდილობს მის კომპროვიტირებას და ციხეში გამოკეტვას. ამ მიზნის მისაღწევად ის არ ერიდება დიდ ფინანსურ ხარჯებს და არაკანონიერ გზებს. სწორედ ამის წყალობით მან შექმნა მორიელი (”The Amazing Spider-Man” #20).

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯეიმზონს ჰყავს შვილი ჯონათან ჯეიმზონი, ის თავიდან ასტრონავტი იყო, შემდეგ კი სულით დავრდომილთა სამკურნალო განყოფილებაში მუშაობდა. (”The Amazing Spider-Man” #7)

მისმა მამამ ჯ. ჯეიმზონ უფროსმა კი გაურკვეველი მიზეზებით ქვეყანა დატოვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]