ჯუმბერ ლეჟავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლეჟავა.
ჯუმბერ ლეჟავა
დაბადების სახელი ჯუმბერ ლეჟავა
დაბადების თარიღი 23 ივლისი, 1939
თბილისი, საქართველოს სსრ
გარდაცვალების თარიღი 25 ივლისი 2014
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს მოქალაქე
საქმიანობა სპორტსმენი
მოგზაური
რელიგია მართლმადიდებელი ქრისტიანი

ჯუმბერ ლეჟავა (დ. 23 ივლისი, 1939 — გ. 25 ივლისი 2014) — ქართველი სპორტსმენი, მოგზაური და რეკორდსმენი.

დაიბადა თბილისში. 1966 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის სპეციალობით. 1987 წელს გადატანილი მუცლის ღრუს მძიმე ოპერაციის შემდეგ შეიმუშავა ვარჯიშების საკუთარი სისტემა. 1990-1992 წლებში დაამყარა მსოფლიო და გინესის რეკორდები ჰორიზონტალური მდგომარეობიდან მკლავებზე აზიდვებში (რამდენიმე გაუმჯობესებით, უკანასკნელად 2001 წ.).

1993 წლის 13 აგვისტოდან 2002 წლის 3 ნოემბრამდე ველოსიპედით იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო:[1] 3333 დღის განმავლობაში გადალახა აზიის, ავსტრალია-ოკეანეთის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ევროპისა და აფრიკის 234 ქვეყანა და დამოკიდებული ტერიტორია, 2-ჯერ ეწვია ანტარქტიდას; გადაიღო 50.000-ზე მეტი ფოტო-კადრი და 200 სთ-ზე მეტი ვიდეო ფირი; შექმნა მოგზაურობის 7.000 გვერდიანი დღიური.

გარდაიცვალა 2014 წლის 25 ივლისს.[2]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაჯილდოებულია საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით, მ. შ. ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, საქართველოს სახელმწიფო პრემიით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მინიჭებული აქვს „მოგზაური დიპლომატის“ სტატუსი (1993), ხოლო იუნესკოსგან — „მსოფლიო სპორტსმენის“ დიპლომი (1999).

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ველოსიპედით დედამიწის გარშემო, თბ., 1998

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]