ჯულიუს და ეთელ როზენბერგები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯულიუს და ეთელ როზენბერგები

ჯულიუს როზენბერგი (ინგლ. Julius Rosenberg; დ. 12 მაისი, 1918 — გ. 19 ივნისი, 1953) და მისი ცოლი ეთელი (გრინგლასი, ინგლ. Ethel Greenglass Rosenberg; დ. 28 სექტემბერი, 1915 — გ. 19 ივნისი, 1953) — ამერიკელი კომუნისტები, დაადანაშაულეს შპიონაჟში საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ (აშშ-ის ბირთვული იარაღის შესახებ მონაცემები გადასცეს სსრკ-ს) და 1953 წელს სიკვდილით დასაჯეს. როზენბერგების სიკვდილით დასჯა იყო სამოქალაქო პირის დასჯის ერთადერთი შემთხვევა შპიონაჟის ბრალდებით ცივი ომის პერიოდში[1].

ისტორია[რედაქტირება]

როზენბერგი საბჭოთა დაზვერვაში მუშაობდა 1940 წლიდან. მან ამ საქმეში ჩაითრია თავისი ცოლი ეთელი, მისი ძმა დევიდი ცოლთან ერთად. გრინგლასი ამერიკის არმიის სერჟანტი იყო და მუშაობდა მექანიკოსად ლოს-ალამოსის ბირთვულ ცენტრში. აქედან იგი საბჭოთა დაზვერვას გადასცემდა ღირებულ ინფორმაციას ჰარი გოლდის მეშვეობით. კერძოდ, გრინგლასმა როზენბერგს გადასცა ნაგასაკიში ჩამოვარდნილი ბომბის ნახაზები და მისი ლოს-ალამოსში მუშაობის 12 გვერდიანი ანგარიში.

1950 წლის თებერვალში, მას შემდეგ რაც საბჭოთა დაზვერვის ქსელი გაშიფრა ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ, ინგლისში დააკავეს გერმანელი ფიზიკოს-თეორეტიკოსი კლაუს ფუქსი, სსრკ-ის მთავარი ატომური მზვერავი. ფუქსმა გასცა ჰარი გოლდი, რომელიც იძულებული გახდა საბჭოთა დაზვერვასთან კავშირი ეღიარებინა. გოლდმა გასცა გრინგლასი, გრინგლასმა - როზენბერგები. თუმცა როზენბერგებმა ფუქსის, გოლდისა და გრინგლასისაგან განსხვავებით არ აღიარეს თავისი დანაშაული და განაცხადეს, რომ მათი დაპატიმრება ანტიკომუნიზმისა და ანტისემიტიზმის გამოვლინება იყო.

როზენბერგების სასამართლო პროცესი გაიხსნა 1951 წლის 6 მარტს ნიუ-იორკში და 5 აპრილს დასრულდა სასიკვდილო განაჩენის გამოტანით. დაიწყო საერთაშორისო კამპანია, რომელიც ითვალისწინებდა როზენბერგების შეწყალებას. მასში მონაწილეობდნენ ფიზიკოსი ალბერტ აინშტაინი, მწერალი თომას მანი, რომის პაპი პიუს XII. მიუხედავად ამისა, ყველა შეწყალებაზე უარი თქვეს. განაჩენი სისრულეში მოიყვანეს 1953 წლის 19 ივნისს. როზენბერგები ელექტრონულ სკამით გაასამართლეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. False testimony clinched Rosenberg spy trial“, BBC, 6 December, 2001. წაკითხვის თარიღი: 2013-10-20. „Ethel and Julius Rosenberg were the only people in the United States ever executed for Cold War espionage“