ჯულიეტა ვაშაყმაძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯულიეტა ვაშაყმაძე
Julieta-vashakmadze.jpg
დაიბადა 14 აგვისტო, 1933
თბილისი
ეროვნება ქართველი

ჯულიეტა ვაშაყმაძე (დ. 14 აგვისტო 1933, თბილისი) — ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

საშუალო განათლება თბილისის პირველ ქალთა სკოლაში მიიღო, რომელიც 1952 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა და სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში არქიტექტურის ფაკულტეტზე. 1958 წელს, როცა იგი ბოლო კურსზე იყო, ბატონ სერგო ზაქარიაძის რჩევით საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტში განაგრძო სწავლა და 1960 წელს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პარალელურად დაამთავრა სამსახიობო ფაკულტეტი.

საქართველოს ტელევიზიის დაარსების დღიდან, 1956 წლის 30 დეკემბრიდან, ჯულიეტა ვაშაყმაძე იწყებს მუშაობას ჯერ დიქტორად, ხოლო 1968 წლიდან ტელეკომენტატორად. სხვადასხვა დროს მიჰყავდა საინფორმაციო, თეატრალური, კულტურული, სოციალური და სხვა სახის ტელეგადაცემები.

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

გარდა ტელევიზიისა, ჯულიეტა ვაშაყმაძემ კინოშიც მიიღო აქტიური მონაწილეობა. იგი გადაღებულია ფილმებში: „ყვავილი თოვლზე“, „თოჯინები იცინიან“, „პაპა გიგია“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“ და სატელევიზიო ფილმი „მზე ჭიქაში“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]