ჯუზეპე მაძინი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯუზეპე მაძინი

ჯუზეპე მაძინი (Giuseppe Mazzini) (დ. 22 ივნისი, 1805 –გ. 10 მარტი, 1872) — იტალიელი პატრიოტი, ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი. მაძინის დამსახურებაა თანამედროვე იტალიის სახელმწიფოს ჩამოყალიბება, მის ადგილას არსებული რამდენიმე ცალკეული სახელმწიფოს ნაცვლად, რომელთა შორის მრავალი უცხო ძალების ზეგავლენის ქვეშ იყო მოქცეული მე-19 საუკუნემდე.

[რედაქტირება] ბიოგრაფია

მაძინიმ გენუის უნივერსიტეტში მიიღო იურიდიული განათლება. 1831 წელს მაძინიმ მარსელში დაარსა ფარული პატრიოტული ორგანიზაცია "ახალგაზრდა იტალია", რომლის პოლიტიკური პროგრამა ითვალისწინებდა იტალიის გათავისუფლებას ავსტრიელთა ბატონობისაგან, იტალიის ერთიანი სუვერენული სახელმწიფოს შექმნას. ამ მიზნის მისაღწევად, მაძინის აზრით, საჭირო იყო საერთო იტალიური რევოლუცია, რომელშიც მოსახლეობის ყველა ფენა მიიღებდა მონაწილეობას. 1830-40–იან წლებში იტალიაში გაფართოვდა მაძინისტური ფარული ორგანიზაციების ქსელი.

ჯუზეპე მაძინიმ აქტიური მონაწილეობა მიიღო იტალიის 1848-49 წლების რევოლუციაში. მილანში მან დაარსა გაზეთი "ხალხის იტალია", ხოლო მილანის რევოლუციის დამარცხების შემდეგ იგი, როგორც რიგითი მებრძოლი, გარიბალდის რაზმში იბრძოდა. 1849 წელს მაძინი სათავეში ჩაუდგა რომის რესპუბლიკის ტრიუმვირატს. ამ მთავრობამ მხოლოდ ხუთ თვეს გასტანა. ფრანგების მიერ რომის რესპუბლიკის დამხობის შემდეგ მაძინი ემიგრაციაში წავიდა, მაგრამ სამშობლოს გათავისუფლებისა და გაერთიანებისათვის თავდადებული მებრძოლი ჯუზეპე მაძინი იმედს არ კარგავდა. 1859 წელს, ავსტრიის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, იგი იტალიელ ხალხს მოუწოდებდა გაეშალათ სახალხო მოძრაობა სამშობლოს გასაერთიანებლად.

1870 წელს იტალიის ერთიანმა სახელმწიფომ უკანასკნელი რეგიონი – რომის ოლქიც შეიერთა. ქვეყნის დამოუკიდებლობისა და გაერთიანებისათვის დაუღალავი მებრძოლი ჯუზეპე მაძინი მოესწრო ამას. იგი 1872 წელს გარდაიცვალა.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე