ჯოშუა რეინოლდზი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯოშუა რეინოლდზი
ჯოშუა რეინოლდზი

ჯოშუა რეინოლდზი (დ. 16 ივლისი, 1723, პლიმპტონი, დევონშირი — გ. 23 თებერვალი, 1792, ლონდონი), ინგლისელი ფერმწერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

1740-1743 წლებში სწავლობდა ლონდონში ტ. ჰადსონთან, მუშაობდა დევონშირსა და ლონდონში, 1749-1752 წლებში მოგზაურობდა ევროპაში. დააარსა ლონდონის სამხარვრო აკადემია, რომლის პირველი პრეზიდენტი თვითონ იყო (1768-1790). შემოქმედებითად აითვისა და გადაამუშავა ბაროკოს პარადული პორტრეტი. მხატვრის მიერ შექმნილი ყოფითი კომპოზიციები ბუნებრივი და დინამიკურია; მისი ფერწერისათვის დამახასიათებელია თავისუფალი მონასმები, თბილი და მსუყე კოლორიტი (ჯეინის, გრაფუნია ჰერინგტონის, პორტრეტი, 1777-1779, ჯანტინგტონის სამხატვრო გალერეა, სან-მარინო, აშშ). მხატვარი პორტრეტს ხშირად ალეგორიული სახით ხატავდა („დ. გარიკი ტრაგედიისა და კომედიის მუზათა შორის“, დაახლოებით 1760-1761, როტშილდის კოლექცია, კემბრიჯი). შექმნა მეგობართა ფსიქოლოგიური პორტრეტები (მწერალი ს. ჯონსონი, 1772, ტეის გალერეა, ლონდონი), აგრეთვე ავტოპორტრეტები, რომლის თეორიულ ნაშრომებში ჭარბობს ნორმატიულ-კლასიცისტური შეხედულებები ხელოვნური ბუნების შესახებ.

ლიტერატურა[რედაქტირება]