ჯოსელინ ბელ ბერნელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯოსელინ ბელ ბერნელი
დაბ. თარიღი 15 ივლისი, 1943 (1943-07-15) (71 წლის)
დაბ. ადგილი ბელფასტი, ჩრდილოეთი ირლანდია
მოქალაქეობა ჩრდილოეთ ირლანდიელი
სამეცნიერო სფერო ასტროფიზიკა
მუშაობის ადგილი კემბრიჯის უნივერსიტეტი
გლაზგოს უნივერსიტეტი
ოქსფორდის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხელმძღვანელი ანტონი ჰიუიში
ცნობილი სამუშაო პირველი ოთხი პულსარის აღმომჩენი
ჯილდოები ჰერშელის მედალი (1989)
სამეფო საზოგადოების წევრი (მარტი 2003)
ბრიტანული იმპერიის ორდენის რაინდების ხელმძღვანელი (2007)


Oxford Astrophysics Members

სიუზან ჯოსელინ ბელ ბერნელი (ინგლ. Dame (Susan) Jocelyn Bell Burnell; დ. 15 ივლისი 1943, ბელფასტი, ჩრდილოეთი ირლანდია) — ჩრდილოეთ ირლანდიელი ასტროფიზიკოსი. სტუდენტობის პერიოდში, როცა მისი სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო ანტონი ჰიუიში, აღმოაჩინა პორველი პულსარები.[1][2] შედეგად ჰიუიშმა და მარტინ რაილმა ფიზიკის დარგში ნობელის პრემია მოიპოვეს, ბელ ბერნელი კი ჯილდოს გარეშე დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ პულსარებზე დაკვირვება მან განახორციელა. ბელ ბერნელი სამეფო ასტრონომიული საზოგადოების პრეზიდენტი იყო 2002-04 წლებში, ფიზიკის ინსტიტუტის პრეზიდენტი 2008 წლის ოქტომბრიდან 2010 წლის ოქტომბრამდე და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 2011 წლის თებერვლიდან ოქტომბრამდე.

ნაშრომს, რომელშიც პულსარების აღმოჩენაზე იყო საუბარი, ხუთი ავტორი ჰყავდა. ჰიუიშის სახელი პირველ ადგილზე ფიქსირდებოდა, მას მოჰყვებოდა ბერნელი. მისი ღვაწლის დაიგნორების გამო ბევრმა წამყვანმა ასტრონომმა გამოთქვა აღშფოთება[3], მათ შორის იყო სერ ფრედ ჰოილი.[4] შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიამ 1974 წლის ნობელის პრემიით დაჯილდოების შესახებ განცხადებაში[5] აღნიშნა რაილისა და ჰიუიშის პიონერული ღვაწლი რადიო-ასტროფიზიკაში. ხაზი გაუსვეს რაილის შრომას აპერტურული სინთეზის ტექნოლოგიაზე და ჰიუიშის გადამწყვეტ როლს პულსარების აღმოჩენაში. საბჭოთა ასტრონომმა იოსებ შკლოვსკიმ საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის 1970 წლის გენერალურ ასამბლეაზე ბერნელს მიმართა: „მის ბელ, თქვენ მეოცე საუკუნის უდიდესი ასტრონომიული აღმოჩენა განახორციელეთ."[6]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. http://adsabs.harvard.edu/abs/1968Natur.217..709H
  2. http://www.nature.com/nature/journal/v217/n5130/abs/217709a0.html
  3. http://www.scientificamerican.com/slideshow/10-nobel-snubs/#5
  4. http://www.nytimes.com/2003/10/20/opinion/no-nobel-prize-for-whining.html
  5. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/physics/laureates/1974/press.html
  6. (2006) კოსმოსური საუკუნე: ასტროფიზიკისა და კოსმოლოგიის ისტორია. კემბრიჯის უნივერსიტეტის პრესა, გვ. 196. ISBN 0-521-47436-1.