ჯორჯი ჰენლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯორჯი ჰენლი
დაბადების სახელი ჯორჯინა ჰელენ ჰენლი
დაბადების თარიღი 9 ივლისი, 1995 (1995-07-09) (28 წლის)
ილკლი, დასავლეთი იორკშირი, ინგლისი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2005-დღემდე

ჯორჯინა ჰელენ „ჯორჯი“ ჰენლი (ინგლ. Georgina Helen Henley; დაიბადა 9 ივლისი, 1995) — ინგლისელი მსახიობი. მისი სადებიუტო ფილმია „ნარნიის ქრონიკები: ლომი, ჯადოქარი და გარდერობი“. ჯორჯიმ ამ ფილმში ითამაშა ლუსი პევენსის როლი. მას ამ როლისათვის მიენიჭა საუკეთესო პატარა ვარსკვლავის წოდება.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯორჯი ჰენლის სადებიუტო ფილმია „ნარნიის ქრონიკები; ლომი, ჯადოქარი და ტანსაცმლის გარდერობი“. ჯორჯი ჰენლიმ ამ ფილმში მთავარი როლი ითამაშა,მან შეასრულა ლუსი პევენსის როლი. ჯორჯი ჰენლი „ნარნიაში“ საკმაოდ პატარა,10 წლის გადაიღეს. ამ ფილმის შემდეგ დაიყრო ჯორჯის სამსახიობო კარიერა. ამ ფილმის შემდეგ ის გადაიღეს ფილმში „ჯეინ ეირი“. მან ამ ფილმში პატარა ჯეინ ეირი განასახიერა. ამის შემდეგ ჯორჯი ჰენლიმ ლუსი პევენსის როლი ითამაშა ნარნიის მეორე „ნარნიის ქრონიკები: უფლისწული კასპიანი“ და მესამე „ნარნიის ქრონიკები : განთიადის დამმორჩილებლის მოგზაურობა“ ფილმებში.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯორჯი ჰენლი დაიბადა 1995 წლის 9 ივლისს,ინგლისში. ჰყავს მშობლები მიკი და ელენე ჰენლები და ორი უფროსი და რეიჩელი და ლაურა. რეიჩელმა დის მსგავსად ითმაშა ფილმ „ნარნიის ქრონიკების“ ძველ ვერსიაში,სადაც მან დის მსგავსად ლუსი პევენსის როლი შეასრულა. ჯორჯიმ ფილმ ნარნიის ქრონიკების პირველი ნაწილის გადაღები დროს დაწერა ორი წიგნი „თოვლის ირემი“ და „იდუმალი სვეტი“.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2005 — ნარნიის ქრონიკები: ლომი, ჯადოქარი და გარდერობი (ლუსი პევენსი)
  • 2006 — ჯეინ ეირი - პატარა ჯეინ ეირი შენიშვნა:ჯორჯიმ ამ ფილმის მხოლოდ 2 სერიაში მიიღო მონაწილეობა.
  • 2008 — ნარნიის ქრონიკები: უფლისწული კასპიანი (ლუსი პევენსი)
  • 2010 — ნარნიის ქრონიკები: განთიადის დამმორჩილებლის მოგზაურობა (ლუსი პევენსი)
  • 2012 — კლასის პროექტი (ბეტი)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]