ჯორცხენა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯორცხენა
Old hinny in Oklahoma.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
ოჯახი: ცხენისებრნი
ლათინური სახელი
Equus mulus (სინონიმი)

ჯორცხენაჰიბრიდი, რომელიც მიღებულია ჭაკი ვირისა და სანაშენე აჯილღის შეჯვარებით. გარეგნულად ცხენს ჰგავს, ვიდრე ვირს. ჩვეულებრივ ჯორზე პატარაა და ნაკლებად ძლიერი. ჩინეთში შანდუნის ჭაკი ვირისა და აჯილღის შეჯვარების შედეგად ღებულობენ მსხვილ ჯორცხენებს. ამრავლებენ ხმელთაშუაზღვისპირეთისა და აზიის ქვეყნებში. მამალი ჯორცხენა ყოველთვის უნაყოფოა, დედალი — უმეტეს შემთხვევაში. სამეურნეო მნიშვნელობა თითქმის არა აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება]