ჯონ მაკ-კეინი
| ჯონ მაკ-კეინი John McCain |
||
| სენატორი არიზონიდან | ||
|---|---|---|
| ამჟამინდელი თანამდებობა | ||
| დაიკავა | 3 იანვარი, 1987 | |
|
წარმომადგენელთა პალატის წევრი არიზონიდან
|
||
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 3 იანვარი, 1983 – 3 იანვარი, 1987 | ||
|
|
||
| დაბადებული | 29 აგვისტო, 1936 პანამის არხის ზონა |
|
| ეროვნება | ამერიკელი | |
| პოლიტიკური პარტია | რესპუბლიკური პარტია | |
| მეუღლე | სინდი ჰენსლი მაკ-კეინი | |
| პროფესია | ფლოტის მფრინავი, პოლიტიკოსი | |
| რელიგია | ბაპტისტი | |
| ხელმოწერა | ||
ჯონ სიდნი მაკ-კეინი III (ინგ. John Sidney McCain III) (დ. 29 აგვისტო 1936) – აშშ-ის სენატორი არიზონიდან 1987 წლიდან დღემდე. იყო კანდიდატი 2008 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიიდან.
მაკ-კეინის ბაბუა და მამა აშშ-ის საზღვაო ფლოტის ოთხვარსკვლავიანი ადმირალები იყვნენ. აგრეთვე ჯონმაც დაამთავრა აშშ-ის საზღვაო აკადემია 1958 წელს. ამის შემდეგ იგი გახდა საზღვაო ფლოტის მფრინავი. მონაწილეობდა ვიეტნამის ომში. 1967 წლის ივლისში ავიამზიდ „ფორესტალზე“ ხანძრის დროს ძლივს გადაურჩა სიკვდილს. 1967 წლის ოქტომბერში ჰანოის დაბომბვის დროს იგი ჩამოაგდეს, რის შემდეგაც მან 5,5 წელი მძევლობაში გაატარა, სადაც მან სერიოზულ წამებას გაუძლო, მანამდე სანამ პარიზის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ 1973 წლის მაისში არ გაანთავისუფლეს.
1981 წელს მაკ-კეინმა თავი დაანება საზღვაო ფლოტს, გადავიდა არიზონაში და მალე ჩაერთო პოლიტიკაში. 1982 წელს იგი აირჩიეს წარმომადგენელთა პალატაში არიზონის პირველი საარჩევნო უბნიდან. წარმომადგენელთა პალატაში ორი ვადით მოღვაწეობის შემდეგ იგი 1986 წელს აირჩიეს აშშ-ის სენატში არიზონიდან და ხელახლა აირჩიეს 1992, 1998 და 2004 წ.წ.
მაკ-კეინი იყო პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან 2000 წლის არჩევნებში, მაგრამ პრაიმერებში დაამარცხა ჯორჯ ბუშმა.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]