ჯონ კარტერი (ფილმი)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ჯონ კარტერი | |
|---|---|
| რეჟისორი | ენდრიუ სტენტონი |
| პროდიუსერი | ჯიმ მორისი კოლინ უილსონი ლინდსი კოლინზი |
| სცენარის ავტორი | ენდრიუ სტენტონი მარკ ენდრიუსი მაიკლ ქებონი |
| ნაწარმოები | „მარსის პრინცესა“, ავტორი: ედგარ რაის ბეროუზი |
| როლებში | ტეილორი კიტჩი ლინ კოლინზი სამანთა მორტონი მარკ სტრონგი კიერან ჰაინდზი დომინიკ ვესტი ჯეიმზ პიურფოი უილიამ დეფო |
| მუსიკა | მაიკლ ჯაჩინო |
| ოპერატორი | დენიელ მინდელი |
| მონტაჟი | ერიკ ცუმბრუნენი |
| დისტრიბუტორი | Walt Disney Pictures |
| გამოსვლის თარიღი |
|
| ხანგრძლივობა | 132 წთ.[2] |
| ქვეყანა | |
| ენა | ინგლისური |
| ბიუჯეტი | $250 მილიონი[3] |
| შემოსავალი | $282,778,100[4] |
ჯონ კარტერი — სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის 2012 წლის ამერიკული ფილმი. იგი ეფუძნება პერსონაჟ ჯონ კარტერის შესახებ მწერალ ედგარ რაის ბეროუზის მიერ გამოქვეყნებული რომანების სერიას, კერძოდ - პირველ რომანს.
სიუჟეტის მიხედვით, კონფედერაციის ყოფილი კაპიტანი ჯონ კარტერი (ტეილორ კიტჩი) მოხვდება მარსზე („ბარსუმზე“), სადაც პლანეტის ორ ერს შორის კონფლიქტში მონაწილედ იქცევა. მან უნდა გადაარჩინოს ბარსუმი.
ფილმი წარმოადგენს რეჟისორ ედნრიუ სტენტონის დებიუტს სრულმეტრაჟიან კინოში - მისი წინა ნამუშევრები იყო პიქსარის მიერ გამოშვებული „ნემოს ძიებაში“ და „WALL-E“.
ფილმის დისტრიბუტორია Walt Disney Pictures, რომელმაც ის 2012 წლის 9 მარტს აშშ-ში გამოუშვა. ფილმი გამოვიდა როგორც ჩვეულებრივ, ასევე Digital 3D და IMAX 3D ფორმატებში.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ John Carter - released. disney.fr. წაკითხვის თარიღი: February 26, 2012.
- ↑ JOHN CARTER. British Board of Film Classification (February 15, 2012). წაკითხვის თარიღი: February 22, 2012.
- ↑ Kakarin, Jordan. “'John Carter' Producers On Budget Rumors & Creating Mars“, The Huffington Post, AOL, February 22, 2012. წაკითხვის თარიღი: February 26, 2012.
- ↑ John Carter. boxofficemojo.com (May 13, 2012). წაკითხვის თარიღი: May 14, 2012.