ჯონ უილიამსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჯონ ვილიამსი)
ჯონ უილიამსი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 8 თებერვალი, 1932(1932-02-08)[1] [2] [3] [4] [5] (92 წლის)
დაბ. ადგილი ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი, აშშ[1]
ხელმოწერა
ჯონ უილიამსი ვიკისაწყობში

ჯონ ტაუნერ უილიამსი (ინგლ. John Williams; დ. 8 თებერვალი, 1932) — ამერიკელი კომპოზიტორი, დირიჟორი და პიანისტი. კარიერის განმავლობაში, რომელიც ექვს ათწლეულზე მეტს გრძელდება, უილიამსმა შექმნა კინემატოგრაფის ისტორიაში არაერთი პოპულარული, ცნობადი და კრიტიკულად აღიარებული კინომუსიკის ნიმუში, მათ შორისაა მუსიკა ფილმებისთვის „ვარსკვლავური ომები“ (ყველა ეპიზოდი), „ყბები“, „მესამე ხარისხის ახლო კონტაქტები“, „სუპერმენი“, „E. T. უცხოპლანეტელი“, „ინდიანა ჯონსის“ ფრენჩაიზი, პირველი ორი ფილმი „მარტო სახლშის“ სერიებიდან, „კაუჭა“, პირველი ორი ფილმი „იურული პარკის“ სერიებიდან, „შინდლერის სია“ და პირველი სამი ფილმი „ჰარი პოტერის“ სერიებიდან.[6] უილიამსი დაკავშირებულია რეჟისორ სტივენ სპილბერგთან 1974 წლიდან და დაწერილი აქვს მუსიკა მისი ყველა სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის, გარდა სამისა.[7] უილიამსის სხვა ნამუშევრებიდან აღსანიშნავია მუსიკა 1984 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის, NBC Sunday Night Football-ისთვის, მუსიკალური თემა „მისია“, რომელსაც იყენებდნენ NBC News და Seven News ავტრალიაში, სატელევიზიო სერიალი „კოსმოსში დაკარგულები“ და „გოლიათების მიწა“, ასევე, ინციდენტური მუსიკა „გილიგანის კუნძულის“ პირველი სეზონისთვის.[8] უილიამსს შექმნილი აქვს აგრეთვე არაერთი კლასიკური კონცერტი და სხვა ნამუშევრები საორკესტრო ანსამბლებისა და სოლო ინსტრუმენტებისათვის. ის იყო Boston Pops ორკესტრის მთავარი დირიჟორი 1980–1993 წლებში, ხოლო ამჟამად მისი საპატიო დირიჟორია.[9]

უილიამსს მოპოვებული აქვს 24 გრემი, 7 ბრიტანეთის კინოაკადემიის ჯილდო, 5 ოსკარი და 4 ოქროს გლობუსი. 51 ოსკარის ნომინაციით, ის მხოლოდ უოლტ დისნეის ჩამორჩება.[10][11] 2005 წელს ამერიკის კინოინსტიტუტმა უილიამსის 1977 წლის მუსიკა „ვარსკვლავური ომებისათვის“ დაასახელა, როგორც ყელა დროის უდიდესი ამერიკული კინომუსიკა. „ვარსკვლავური ომების“ საუნდტრეკი ასევე დაცულია კონგრესის ბიბლიოთეკის ჩანაწერთა ეროვნულ რეესტრში, როგორც „კულტურულად, ისტორიულად და ესთეტიკურად გამორჩეული“.[12] 2000 წელს უილიამსი შეიყვანეს ჰოლივუდის დიდების დარბაზში, 2004 წელს მიიღო კენედის ცენტრის ჯილდო, ხოლო 2016 წელს — ჯილდო განსაკუთრებული მიღწევისთვის ამერიკის კინოინსტიტუტისაგან. აშშ-ში 20 ყველაზე შემოსავლიანი ფილმიდან 8 ფილმის მუსიკა ჯონ უილიამსს ეკუთვნის.[13]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი დასახელება ორიგინალური დასახელება რეჟისორი
1969 მშვიდობით, მისტერ ჩიპს Goodbye, Mr Chips ჰერბერტ როსი
1971 ჯეინ ეარი Jane Eyre დელბერტ მენი
1972 პოსეიდონის თავგადასავალი The Poseidon Adventure რონალდ ნიმი
1972 ტომ სოიერი Tom Sawyer დონ ტეილორი
1974 შუგარლენდის ექსპრესი The Sugarland Express სტივენ სპილბერგი
1976 ყბები Jaws სტივენ სპილბერგი
1977 მესამე ხარისხის ახლო კონტაქტები Close Encounters of the Third Kind სტივენ სპილბერგი
1978 სუპერმენი Superman რიჩარდ დონერი
1982 უცხოპლანეტელი E.T. the Extra-Terrestrial სტივენ სპილბერგი
1984 მდინარე The River მარკ რაიდელი
1987 მზის იმპერია Empire of the Sun სტივენ სპილბერგი
1988 შემთხვევითი ტურისტი The Accidental Tourist ლოურენს კასდანი
1989 დაბადებული ოთხ ივლისს Born on the Fourth of July ოლივერ სტოუნი
1989 ინდიანა ჯოუნსი და უკანასკნელი ჯვაროსნული ლაშქრობა Indiana Jones and the Last Crusade სტივენ სპილბერგი
1990 მარტო სახლში Home Alone კრის კოლუმბუსი
1991 ჯფკ JFK ოლივერ სტოუინი
1993 შინდლერის სია Schindler's List სტივენ სპილბერგი
1995 ნიქსონი Nixon ოლივერ სტოუნი
1995 საბრინა Sabrina სიდნი პოლაკი
1996 მძინარენი Sleepers ბარი ლევინსონი
1998 რიგითი რაიანის გადასარჩენად Saving Private Ryan სტივენ სპილბერგი
1999 ანჯელას ფერფლი Angela's Ashes ალან პარკერი
2000 პატრიოტი The Patriot როლანდ ემერიხი
2002 დამიჭირე, თუ შეძლებ Catch Me If You Can სტივენ სპილბერგი
2004 ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე Harry Potter and the Prisoner of Azkaban ალფონსო კუარონი
2004 ტერმინალი The Terminal სტივენ სპილბერგი
2005 გეიშას მემუარები Memoirs of a Geisha რობ მარშალი
2005 მიუნხენი Munich სტივენ სპილბერგი
2012 ლინკოლნი Lincoln სტივენ სპილბერგი
2013 წიგნის ქურდი The Book Thief ბრაიან პერსივალი
2015 ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება Star Wars: The Force Awakens ჯეი ჯეი აბრამსი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Eldridge A. Encyclopædia Britannica
  2. filmportal.de — 2005.
  3. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  4. GeneaStar
  5. Munzinger Personen
  6. Burlingame, Jon (June 9, 2016). „AFI Honoree John Williams Looks Back on Six Decades of Iconic Themes“. Variety. ციტირების თარიღი: July 11, 2016.
  7. „John Williams won't score a Steven Spielberg film for the first time in 30 years“. The Verge. March 18, 2015. ციტირების თარიღი: June 8, 2015.
  8. „John Williams: The Last Movie Maestro“. The Wall Street Journal. December 17, 2011. ციტირების თარიღი: July 11, 2016.
  9. "Boston Pops – John Williams" დაარქივებული February 4, 2017, საიტზე Wayback Machine. , bso.org; retrieved November 29, 2015.
  10. Gray, Tim (October 8, 2015). „John Williams Tapped for 44th AFI Life Achievement Award“. Variety. ციტირების თარიღი: July 11, 2016.
  11. "Nominee Facts – Most Nominations and Awards" დაარქივებული April 2, 2016[Date mismatch], საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები , Academy of Motion Picture Arts and Sciences; retrieved November 29, 2015.
  12. Star Wars Score Named To National Recording Register.
  13. Profile, boxofficemojo.com; accessed December 28, 2015.