ჯონ დიქსონ კარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯონ დიქსონ კარი
დაბ. თარიღი 1906 წლის 30 ნოემბერი
დაბ. ადგილი აშშ, პენსილვანია, იუნიონტაუნი
გარდ. თარიღი 1977 წლის 27 თებერვალი
გარდ. ადგილი აშშ
საქმიანობა მწერალი
ეროვნება ამერიკელი
პერიოდი 1927 - 1970
ჟანრი დედექტიური

ჯონ დიქსონ კარი (ინგლ. John Dickson Carr; დ. აშშ, პენსილვანია, იუნიონტაუნი 1906 წლის 30 ნოემბერი — გ. აშშ, 1977 წლის 27 თებერვალი) — წარმოშობით შოტლანდიელი, დაიბადა 1906 წლის 30 ნოემბერს, იუნიონტაუნში, პენსილვანიის შტატში, წარმატებული იურისტისა და პოლიტიკოსის ოჯახში. 21 წლის ასაკში პარიზში გაემგზავრა და სორბონის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. იქვე დაწერა თავისი პირველი დეტექტივი. 1931 წელს კარმა ინგლისელ კლარისა კლევისსზე იქორწინა და ინგლისში დაფუძნდა.

1936 წელს კარი დეტექტიურ კლუბში გაწევრიანდა. რამდენიმე წლის განმავლობაში BBC-ზე პროგრამა „სიკვდილთან პაემნის“ ავტორი იყო. ეს პროგრამა შემდგომში ბევრი ცნობილი სერიალის საფუძვლად იქცა.

მეორე მსოფლიო ომის დროს კარი, რადიოში პროპაგანდის განყოფილებაში მუშაობდა, 1948 წელს კი მცირე ხნით ამერიკაში დასახლდა. ინგლისში ისევ საქმემ დააბრუნა, მას ერგო პატივი არტურ კონან დოილის ბიოგრაფია დაეწერა, რომელიც 1949 წელს გამოიცა.

გასული საუკუნის 60-იან წლებში კარი მაროკოში ცხოვრობდა, მერე კი ისევ აშშ-ში გაემგზავრა. იქვე გარდაიცვალა 1977 წლის 27 თებერვალს.

„არც ისე ბევრი დეტექტიური რომანი მაბნევს ბოლო დროს, მაგრამ ბატონი კარი ამას ახერხებს“, - წერდა აგათა კრისტი ჯონ დიქსონ კარის შესახებ. ეს ამერიკელი დეტექტივისტი „დეტექტივის ოქროს საუკუნის“ ერთ-ეთ საუკეთესო წამომადგენლად მიიჩნევა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • მსოფლიო დეტექტივების სეიფი, ტომი 7, თბილისი, 2010.