ჯონ დალტონი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯონ დალტონი
Johndalton.jpg
ჯონ დალტონი
დაბადების თარიღი:

6 სექტემბერი, 1766

დაბადების ადგილი:

იგლსფილდი, ინგლისი

გარდაცვალების თარიღი:

27 ივლისი, 1844

გარდაცვალების ადგილი:

მანჩესტერი, ინგლისი

სამეცნიერო სფერო:

ფიზიკა
ქიმია

ჯონ დალტონი (ინგლ. John Dalton; დ. 6 სექტემბერი, 1766, იგლსფილდი, ინგლისი — გ. 27 ივლისი, 1844, მანჩესტერი) — ინგლისელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი. ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1822).

[რედაქტირება] ბიოგრაფია

მიიღო თვითგანათლება. კენდალში და მანჩესტერში ასწავლიდა მათემატიკას. მანჩესტერის ლიტ-ფილოს. საზოგადოების წევრი (1794), მდივანი (1800) და თავმჯდომარე (1817). დალტონმა შეისწავლა აირთა ნარევების თვისებები, აღმოაჩინა აირების პარციალურ წნევათა კანონი (1801) და ხსნადობის დამოკიდებულება მათ პარციალურ წნევაზე (1803; დალტონის კანონები). გამოიკვლია სითხეთა აორთქლების დამოკიდებულება წნევაზე, ტემპერატურასა და სხვა ფაქტორებზე; დაადგინა (ჟ. შარლისაგან დამოუკიდებლად და გეი-ლუსაკზე ადრე), რომ მუდმივი წნევის პირობებში ტემპერატურის ერთნაირი მატების დროს ყველა აირი ერთნაირად ფართოვდება (1802), დალტონს ეკუთვნის ფუნდამენტური შრომები ქიმ. ატომისტიკაში (ჯერად ფარდობათა კანონი და შედგენილობის მუდმივობის კანონი).

პირველმა აღწერა (1794) მხედველობის დეფექტი, რომლითაც თვითონ იყო დაავადებული და რომელმაც შემდგომში დალტონიზმის სახელწოდება მიიღო.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 3, გვ. 351, თბ., 1978


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე