ჯონ ბელერზი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯონ ბელერზი (დ. 1654 — გ. 8 თებერვალი. 1725) — ინგლისელი ეკონომისტი, ერთ-ერთი ადრინდელი სოციალისტ-უტოპისტი. კ. მარქსი ბელერზს მიიჩნევს ჭეშმარიტ ფენომენად პოლიტეკონომიის ისტორიაში.

ბელერზი ამტკიცებდა, რომ მუშები ქმნიან იმაზე მეტ პროდუქტს, რაც მათი არსებობისათვისაა საჭირო. ამით ბელერზი მიუახლოვდა ზედმეტი ღირებულების თეორიას. მერკანტილისტებისაგან განსხვავებით ბელერზს სიმდიდრის წყაროდ მიაჩნდა არა ფული, არამედ შრომა. ბელერზმა საზოგადოების ქონებრივი უთანასწორობისა და სიღარიბის თავიდან ასაცილებლად წამოაყენა სოციალური რეფორმათა პროექტები.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 2, გვ. 283, თბ., 1977