ჯონათან ლივინგსტონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება


ჯონათან ლივინგსტონის დახასიათება

ჯონათან ლივინგსტონი არის პერსონაჟი რიჩარდ ბახის ნაწარმოებში, თავისუფლების მაძიებელი მიზანმიმართული და შეუპოვარია. ჯონათან ლივინგსტონი არის თოლია , რომელიც მუდამ ცდილობს იმაზე მეტი გაიგოს რაც იცის. ის გეგმავდა, რომ გაეკეთებინა მტკინვეული ვირაჟი, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან დიდ რისკს და ძალისხმევას მოითხოვდა. არც ამ ყველაფერს შეუქმნია მისთვის დიდი პრობლემა და ის დღე თუ ღამე ძალ ღონეს არ იშურებდა იმისათვის, რომ ოდნავ მაინც გაეღრმავებინა ცოდნა ფრენის შესახებ. სხვა თოლიებს არც კი აინტერესებდათ ფრენა. მათთვის ფასდადებული მხოლოდ სარეწი გემებიდან გადმოგდებული თევზი იყო და არა ის რასაც ჯონათანი აკეთებდა. თავიდან ლივინგსტონმა ასი ფუტის სიმაღლიდან წყლისკენ დაშვება და ვირაჟს გაკეთება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. ნელ-ნელა დაეშვა შემდეგ დიდი ყურადღებით სცადა მკვეთრი მოხვევის შესრულება, მაგრამ ბუმბული აეშალა, ჰაერში გაჩერდა და ჩამოვარდა... ჰაერში გაჩერება თოლიებისთვის დიდ სირცხვილს ნიშნავდა, მაგრამ მან არც კი შეიმჩნია და ისევ შეუპოვრად შეუდგა თავის საქმეს. არც ერთი თოლია ამას არ ცდილობდა რასაც ჯონათანი. მათ მხოლოდ ფრენის ელემენტარული წესები იცოდნენ და არ სურდათ გაგოთ მეტი. მათ ისიც აკმაყოფილებდათ რაც იცოდნენ ფრენის შესახებ,რომ ერთი ნაპირიდან მეორესკენ უნდა გაფრენილიყვნენ და საზრდო მოეპოვებინათ. მშობლებს აწუხებდათ ეს ამბავი, რომ ჯონათანი სულ მარტო იყო და მის თანატოლებთან ძალიან ცოტა დროს ატარებდა. და მოსთხოვეს, რომ ისევე ეცხოვრა, როგორც ყველა მათგანი ცხოვრობდა მამამ უთხრა: „ზამთარი შორს აღარ არის და წყლის ზედაპირთან მცურავი თევზი მალე ღრმად ჩაყვინთავს. თუ სწავლას აპირებ, მაშინ საკვები და მისი მოპოვება შეისწავლე„ - ეს ყველაფერი ჯონათანმა გაითვალისწინა და ორი დღის განმავლობაში ისე ცხოვრობდა, როგორც თოლიას ეკადრებოდა. საბოლოოდ არაფერი გამოუვიდა და ისევ დაფრინავდა ზღვის თავზე იმედგაცრუებული. მაინც არ წყვეტდა ჯონათან ლივინგსტონი თავის საქმიანობას და საბოლოოდ იგი გუნდიდან გააძევეს. მას უნდოდა, რომ ყველა თავისი შესაძლებლობა სხვებისთვისაც ესწავლებინა და ეთქვა ყველასთვის თუ რა შესაძლებლობა ჰქონია თითოეულ მათგანს, მაგრამ არ აცალეს სიტყვის თქმა და ყველამ ერთხმად უთხრეს „ძმობა დამთავრებულია“. მას უკვე აღარაფერი აღარ შეეძლო და გადასახლდა შორეულ კლდეებზე უფრო შორს ყველასგან განცალკევებით და მაინც არ წყვეტდა მისთვის საამაყოს და ყველა თოლიისთვის უღირს საქციელს. ჯონათანი ყოვერდღე ახალ რაღაცეებს სწავლობდა მაგალითად გაიგო თუ როგორ უნდა მოეპოვებიმა ერთ-ერთი იშვიათი თევზი, რომელიც ოკეანის ზედაპირთან ათ ფუტის სიღრმეზე ცურავდა. ისწავლა როგორ დაეძინა ჰაერში და იმაზე მეტი გაიგო ვიდრე უნდოდა. როცა ჯონათანი თავისთვის ცაში დანავარდობდა, მაშინ ორი თოლია მოვიდა და გვერდებზე ამოუდგა მან უსიტყვოდ დაიწყო ფრენა და ძალიან ლამაზი ილეთების შესრულება, სტუმრებმაც იგივე გაიმეორეს და ყველაფერი გააკეთეს რაც ჯონათანმა უსიტყვო გაკვეთილში გააკეთა. საბოლოოდ, როდესაც ფრენას მორჩნენ ჯონათანმა ჰკითხა სტუმრებს თუ ვინ იყვნენ ისინი, მათ კი უპასხეს, რომ ისინი მისი ოჯახის წევრები იყვნენ და მის წასაყვანად ზეცაში ძალიან მაღლა უნდა აფრენილიყვნენ... თავიდან ლივინგსტონმა თქვა, რომ არ შეეძლო ძალიან მაღლა აფრენა, მაგრამ ორმა თოლიამ დაარწმუნა, რომ მას უფრო მაღლა შეეძლო აფრენა ვიდრე ის ფიქრობდა და თოლია ჯონათან ლივინგსტონი ორ თანამგზავრთან ერთად უკიდეგანო სივცეში გაუჩინარდა.