ჯოელ პიტერ ვიტკინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯოელ პიტერ ვიტკინი

ჯოელ პიტერ ვიტკინი (ინგ: Joel-Peter Witkin, დ. 1939 წ-ის 13 სექტემბერს, ბრუკლინი, ნიუ-იორკი) არის ამერიკელი ფოტოგრაფი. ხშირად ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა სიკვდილი, გვამები და სხვადასხვა უმცირესობებს - ჯუჯებს, ტრანსსექსუალებს, ჰერმოფროდიტებსა და ფიზიკურად დეფორმირებულებს. ვიტკინი თავის ტაბლოებში ხშირად იხმობს ცნობილი მხატვრების რელიგიურ ეპიზოდებს.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ვიტკინის მამა იყო იუდეველი და დედა კათოლიკე. ჰყავს ტყუპი ძმა ჯერომ ვიტკინი,[1] მხატვარი და აგრეთვე მხატვარი შვილი - კერსენ ვიტკინი. აღმსარებლობის განსხვავებულობის გამო, მისი მშობლები განქორწინდნენ, როდესაც ვიტკინი ახალგაზრდა იყო. ბრუკლინში შევიდა წმ. სესილიას გრამატიკის სკოლაში და შემდეგ გადავიდა გრუვერ ქლივლენდის საშუალო სკოლაში. ფოტოგრაფად მუშაობდა 1961-1964 წწ.-ში, ვიეტნამის ომის პერიოდში. 1967-ში გადაწყვიტა შტატგარეშე ფოტოგრაფად მუშაობა და „City Walls Inc.“-ის ოფიციალური ფოტოგრაფი გახდა. მოგვიანებით, ნიუ-იორკში შევიდა „Cooper Union“-ში, სადაც სწავლობდა ქანდაკებას და 1974-ში გახდა ხელოვნების ბაკალავრი. სწავლა დაასრულა ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტში, ალბუქერქში, სადაც გახდა სახვითი ხელოვნების მაგისტრანტი.

გავლენა და თემები[რედაქტირება]

ვიტკინი ამტკიცებს, რომ მისი ხედვა და მგრძნობელობა გამოიწვია მოვლენამ, რომელსაც შეესწრო პატარა ბავშვობისას - ავარია, რომელიც მისი სახლის წინ მოხდა, სადაც პატარა გოგოს თავი წაძვრა.[2]

ასევე ამტკიცებს, რომ მისი ოჯახის გაუგებრობებიც მისი ნაშრომების წყაროდ იქცა. მისი ფავორიტი ხელოვანი არის ჯოტო. ვიტკინის ზოგი ნამუშევარი, ძირითადად გვამები, შესრულებული უნდა იყოს მექსიკაში აშშ-ს კანონების გამო.

მისი ტექნიკებია ნეგატივის ფხაჭნა, ნაბეჭდის გათეთრება ან ტონირება.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Jewish Virtual Library
  2. Storck, Jeanne (2001). Band of Outsiders: Williamsburg's Renegade Artists. Billburg.com. წაკითხვის თარიღი: 2007-08-19.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]