ჯინეტ რენკინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯინეტ რენკინი
ინგლ. Jeannette Rankin
დაბადების თარიღი 11 ივნისი, 1880
დაბადების ადგილი მისულას ოლქი, მონტანა
გარდაცვალების თარიღი 18 მაისი, 1973
გარდაცვალების ადგილი კარმელი, კალიფორნია
მოქალაქეობა აშშ
განათლება მონტანას უნივერსიტეტი
ვაშინგტონის უნივერსიტეტი
ეროვნება ამერიკელი
პარტია რესპუბლიკური პარტია
ძირითადი იდეები პაციფიზმი
საქმიანობა სოციალური მუშაკი
ჯილდოები ქალების ეროვნული დიდების დარბაზი[1] [2] , ომის მოწინაააღმდეგეთა ლიგის მშვიდობის პრემია[3] და Georgia Women of Achievement

ჯინეტ რენკინი (ინგლ. Jeannette Rankin დ. 11 ივნისი, 1880 — გ. 18 მაისი, 1973) — ამერიკელი პოლიტიკოსი. ის იყო პირველი ქალი, რომელიც გახდა აშშ-ის კონგრესის წევრი. რენკინს სჯეროდა, რომ მთავრობის უუნარობა და კორუფცია იყო ხელისუფლებაში ქალთა ნაკლებობის შედეგი. ის კონგრესში არჩეული იყო მონტანას შტატიდან. რენკინი კონგრესის წევრი გახდა 1917 წლის 4 მარტს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც აშშ-ის ბევრ შტატში ქალებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ მოპოვებული აქტიური საარჩევნო ხმის უფლება.

რენკინი იყო პაციფისტი. ის იყო კონგრესის იმ ორმოცდაათ წევრს შორის, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს აშშ-ის ჩაბმას პირველ მსოფლიო ომში და იყო ერთადერთი, ვინც მხარი არ დაუჭირა აშშ-ის ჩაბმას მეორე მსოფლიო ომში. ამ საკითხზე 1941 წელს კენჭისყრისას მან განაცხადა: „მე ვერ წავალ ომში, რადგან ვარ ქალი და ასევე უარს ვამბობ სხვა გავუშვა ომში“[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ჯინეტ რენკინი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.womenofthehall.org/inductee/jeannette-rankin/
  2. The Political Graveyard — 1996.
  3. https://www.warresisters.org/wrl-peace-awards
  4. Alter, Judy. Extraordinary Women of the American West. Children’s Press, 1999, p. 153–157