ჯინა დევისი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯინა დევისი
Geena Davis
Geena Davis at the 2009 Tribeca Film Festival.jpg
დაბ. სახელი ვირჯინია ელიზაბეთ დევისი
დაბ. ადგილი უორჰემი, მასაჩუსეტსი
დაბ. თარიღი 21 იანვარი 1956
საქმიანობა მსახიობი, პროდიუსერი
წლები 1982-დღემდე
მეუღლე(ები)
ოსკარი
საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში
1988 — შემთხვევითი ტურისტი

ვირჯინია ელიზაბეთ „ჯინა“ დევისი (ინგლ. Geena Davis; ნამდვილი სახელი და გვარი ვირჯინია ელიზაბეტ დევისი; დ. 21 იანვარი 1956, უორჰემი, მასაჩუსეტსი)[1]ამერიკელი კინომსახიობი, პროდიუსერი, მწერალი; ოსკარისა და ოქროს გლობუსის პრემიის ლაურეატი, წარსულში ფოტომოდელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ჯინა დევისი დაიბადა უორჰემში (მასაჩუსეტსი) 1956 წლის 21 იანვარს, დედამისის ლუსილისა და მამამისის უილიამ დევისის ოჯახში. ჯინას ჰყავს ძმა - დენი.[2] ჯინა დევისი ბავშვობაში მუსიკით იყო გატაცებული. თუმცა პატარა ასაკშივე მსახიობობაზე ოცნებობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა დაიწყო კოლეჯში, რის შემდეგაც სწავლა ბოსტონის უნივერსიტეტში გააგრძელა. 1978 წელს დაამთავრა ბოსტონის უნივერსიტეტი, საიდანაც ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად.

მისი კარიერა დაიწყო 23 წლის ასაკში. ნიუ-იორკში ჯინა დევისმა კონტრაქტი გააფორმა სამოდელო სააგენტოსთან „Zoli“ და მოდელად დაიწყო მუშაობა. ჯინა დევისი პირველად შეამჩნია რეჟისორმა სიდნი პოლაკმა, რომელმაც ჯინა მიიწვია ფილმში „ტუტსი“. თავდაპირველად ტელესერიალებში იღებდნენ, ხოლო 1986 წელს მიიღო როლი ფანტასტიკურ კინოფილმში „ბუზი“. შემდეგ იყო ასევე წარმატებული კომედიური ჟანრის ფილმი „ბითლჯუისი“. სწორედ ამ ფილმების მეშვეობით, ჯინა დევისი გახდა პოპულარული და მოთხოვნადი მსახიობი. 1988 წელს ითამაშა ფილმში „შემთხვევითი ტურისტი“. სწორედ ამ ფილმმა მოუპოვა ჯინას ოსკარის პრემია. შემდეგი წლების კინონამუშევრებიდან აღსანიშნავია „თელმა და ლუიზა“, „ხანგრძლივის კოცნა ძილის წინ“, „სტიუარტ ლითლი“ და სხვ.

ბოლო დროს კარიერის ვარდნა განიცადა. კინოში არც თუ ისე ხშირად იღებენ, თუმცა 2009 წელს ითამაშა კომედიურ დრამაში „უსიამოვნებები“.

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

წელი ქართულად ორიგინალური სახელწოდება როლი
1982 ტუტსი Tootsie ეიპრილ პეიჯი
1983 გზების რაინდი Knight Rider გრეის ფალონი
1985 ფლეტჩი Fletch ლარი
1986 ბუზი The Fly ვერონიკა კვაიფი
1988 ბითლჯუისი Beetlejuice ბარბარა მეიტლენდი
1988 დედამიწელი გოგონები ადვილად ხელმისაწვდომები არიან Earth Girls Are Easy ვალერი გეილი ბნსი
1988 შემთხვევითი ტურისტი The Accidental Tourist მურიელ პრიტჩეტი
1990 სწრაფი ცვლილებები Quick Change ფილის პოტერი
1991 თელმა და ლუიზა Thelma & Louise თელმა დიკინსონი
1992 მათი საკუთარი ლიგა A League of Their Own დოტი ჰინსონი
1992 გმირი Hero გეილ კეილი
1994 Angie Angie ენჯი სკაჩიაპენსიერი
1994 უსიტყვოდ Speechless ჯულია მანი
1995 თავზეხელაღებულთა კუნძული Cutthroat Island მორგან ადამსი
1996 ხანგრძლივის კოცნა ძილის წინ The Long Kiss Goodnight სამანთა კეინი
1999 სტიუარტ ლითლი Stuart Little მისის ელეანორ ლიტლი
2002 სტიუარტ ლითლი 2 Stuart Little 2 მისის ელეანორ ლიტლი
2005 სტიუარტ ლითლი 3 Stuart Little 3 მისის ელეანორ ლიტლი
2005—2006 Commander in Chief Commander in Chief პრეზიდენტი მაკენზი ალენი
2009 უსიამოვნებები Accidents Happen გლორია კონვეი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]