ჯიდუ კრიშნამურტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯიდუ კრიშნამურტი

ჯიდუ კრიშნამურტი
J. Krishnamurti cir. 1920s
დაბადების თარიღი 12 მაისი, 1895
დაბადების ადგილი ინდოეთი
გარდაცვალების თარიღი 17 თებერვალი, 1986 (90 წლის ასაკში)
გარდაცვალების ადგილი კალიფორნია, აშშ
საქმიანობა ფილოსოფოსი,მისტიკოსი,ავტორი

ჯიდუ კრიშნამურტი (დ. 12 მაისი, 1895 - გ. 17 თებერვალი 1886) იყო ინდოელი ფილოსოფოსი და სულიერი მასწავლებელი. იგი წერდა და საუბრობდა ისეთ თემებზე როგორებიცაა, ფსიქოლოგიური(შინაგანი) რევოლუცია, მედიტაცია, გონება და მისი ბუნება, ადამიანური ურთიერთობები, ადამიანის და ზოგადად საზოგადოების რადიკალური ცვლილება. მას მიაჩნდა რომ ის აუცილებელი რევოლუცია, რაც ადამიანის ფსიქიკას უნდა განეცადა, ვერ განხორციელდებოდა გარეგანი ჩარევის საშუალებით. იქნებოდა ეს პოლიტიკური, რელიგიური თუ სოციალური.

კრიშნამურტი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც გამოჩენილმა ოკულტისტმა და მაღალი რანგის თეოსოფმა ჩარლზ ვებსტერ ლედბიტერმა აღმოაჩინა ის და მიიჩნია მომავალი მსოფლიო მასწავლებლის "ჭურჭლად". ამის შემდეგ ახალგაზრდა კრიშნამურტის აღზრდა და მისი მსოფლიო მასწავლებლის მიღებისთვის მომზადება თეოსოფიურმა საზოგადოებამ ითავა. მაგრამ შემდგომში თავად მან უარყო ეს იდეა და დაშალა ორდენი, რომელიც მას, როგორც მსოფლიო მასწავებელს ემსახურებოდა, უარყო ყველანაირი რელიგიური, ეროვნული და სხვა სახის კუთვნილება და დაიწყო მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობა, რათა როგროც თვითონ ამბობდა ადამიანებს დახმარებოდა თავისუფლების მოპოვებაში. ის საუბრობდა დიდ და მცირე აუდიტორიათა წინაშე. არსებობს მისი საჯარო საუბრების ვიდეო და აუდიო ჩანაწერები. ის ასევე არის ავტორი მრავალი წიგნისა, მათ შორის: "პირველი და უკანასკნელი თავისუფლება", "ინტელექტის გამოღვიძება", "კრიშნამურტის დღიური" და სხვა.