ჯია კარანჯი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯია მარი კარანჯი
Gia Marie Carangi
ჯია კარანჯი კოსმოპოლიტანის გარეკანზე, 1979
ჯია კარანჯი კოსმოპოლიტანის გარეკანზე, 1979
ფსევდონიმი ჯია კარანჯია, ჯია
დაბ. თარიღი 29 იანვარი, 1960
დაბ. ადგილი ფილადელფია, პენსილვანია, აშშ
გარდ. თარიღი 18 ნოემბერი, 1986
(ასაკი 26)
სიმაღლე 176 სმ
წონა 53 კგ
მკერდი 86,5 სმ
წელი 61 სმ
ბარძაყი 89 სმ
თმის ფერო წაბლისფერი
თვალები ყავისფერი
ეროვნება იტალიელი
http://gia-carangi.home.comcast.net/~gia-carangi/

ჯია მარი კარანჯი (ინგლ. Gia Marie Carangi; 29 იანვარი, 1960; ფილადელფია, პენსილვანია, აშშ - 18 ნოემბერი 1986, იქვე) — ამერიკელი ფოტომოდელი, ითვლება ერთ-ერთ პირველ სუპერმოდელად.

იყო 1980-იანი წლების სუპერმოდლების კლაუდია შიფერისა და სინდი კროუფორდის წინამორბედი. კარანჯი არაერთხელ ხდებოდა ასეთი მოდური ჟურნალების ყდებზე, როგორებიცაა ამერიკული Vogue, 1979 აპრილი; ფრანგული Vogue, 1979 აპრილი; ამერიკული Vogue, 1980 აგვისტო; პარიზის Vogue, 1980 აგვისტო; იტალიური Vogue, 1981 იანვარი; Cosmopolitan-ის რამდენიმე ყდა 1979-1982 წწ.

ის არის ერთ-ერთი პირველი ცნობილი ამერიკელი ქალი, რომლის გარდაცვალების მიზეზი გახსნილად იყო დასახელებული შიდსი. 26 წლის ჯია კარანჯი გარდაიცვალა მშობლიურ ქალაქში 1986 წლის 18 ნოემბერს აივ-თან მძიმე ბრძოლის შემდეგ.

მემკვიდრეობა[რედაქტირება]

ჯიამ დიდი წვლილი შეიტანა მაღალ მოდაში. ჯია იყო ერთ-ერთი პირველი შავგრემანი მოდელი, რომელიც მოდური ჟურნალების ყდებზე გამოჩნდა. პრესამ სინდი კროუფორდი მსგავსობის გამო ზედმეტსახელი Baby Gia (ინგლ. პატარა ჯია) დაარქვა. ჯია კარანჯის ისტორია სცენარის საფუძვლად ჩაედო ბიოგრაფიულ ფილმს ჯია, რომლის მთავარ როლს ანჯელინა ჯოლი ასრულებს.

რესურსები[რედაქტირება]