ჯერი სტილერი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯერი სტილერი

ჯერალდ ჯერი სტილერი (ინგლ.: Gerald Jerry Stiller) (დ. 8 ივნისი, 1927, ნიუ-იორკი) — ამერიკელი კომედიანტი და კინომსახიობი.


ბიოგრაფია [რედაქტირება]

ჯერი სტილერის მამა უილიამ სტილერი წარმოშობით ავსტრიელი ებრაელი იყო, ხოლო დედა ბელა სიტრინი — რუსი ებრაელი. მან პოპულარობა მოიპოვა ისეთ ცნობილ სიტკომებში თამაშით, როგორებიცაა „სეინფელდი“ (ინგლ.: Seinfeld), რომელშიც ის ფრენკ კონსტანცას როლს ასრულებს და „ქუინსის მეფე“ (ინგლ. The King of Queens), რომელშიც ექსცენტრიკი ართურ სპუნერი განასახიერა.

ჯერი სტილერის მეუღლეა მსახიობი ანა მეარა, შვილები: ასევე მსახიობები ბენ სტილერი და ემი სტილერი.