ჯერალდინ ჩაპლინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯერალდინ ლი ჩაპლინი (Geraldine Leigh Chaplin; დ. 31 ივლისი, 1944) — ბრიტანელ-ამერიკელი მსახიობი, ჩარლი ჩაპლინის ქალიშვილი.

დაიბადა სანტა-მონიკაში, კალიფორნია, და კინორეჟისორი ჩარლი ჩაპლინის პირველი შვილი იყო ოონა ონილთან. საწყისი განათლება კერძო სკოლაში მიიღო შვეიცარიაში.

რვა წლის ასაკში პირველად გამოჩნდა ეკრანზე — მამამისის გადაღებულ ფილმში "Limelight" (თუმცა მისი სახელი ნახსენები არ იყო). მისი ბალეტის მოცეკვავედ გახდომის ოცნების აუსრულებლობის გამო, ის საბოლოოდ მამის კვალს მიჰყვება და მსახიობი ხდება. მისი პირველი მნიშვნელოვანი გამოჩენა ეკრანზე იყო "ექიმი ჟივაგო"-ში წამყვანი გმირის მეუღლის როლი (1965). 1970-იან წლებში ის რობერტ ალტმანის ფილმებში გამოჩნდა. შემდგომში ის თანამშრომლობს კარლოს საურასთან ფილმებში Cría cuervos (1976), Elisa, vida mía (1977), და Mama Turns a Hundred (1979). შესრულებული აქვს მისი ბებიის, ჰანა ჩაპლინის, როლი ბიოგრაფიულ ფილმში მის მამაზე - ჩარლი ჩაპლინზე.

ამჟამად დაქორწინებულია ჩილელ კინოოპერატორ პატრისიო კასტილაზე და ჰყავს ორი შვილი, შეინი და ოონა.