ჯეკ უაიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯეკ უაიტი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჯონ ანტონი გილსი
დაბ. თარიღი 9 ივლისი, 1975
დაბ. ადგილი დეტროიტი, მიჩიგანი
ჟანრ(ებ)ი როკი, გარაჟ როკი, ბლუზ-როკი, პანკ ბლუზი, ალტერნატიული როკი, ბლუგრასი
საქმიანობა მუსიკოსი, კომპოზიტორი, მულტი-ინსტრუმენტალისტი, ხმის პროდიუსერი, მსახიობი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა, დასარტყამი პიანინო, ორგანი, ბას-გიტარა, მარიმბა, მანდოლინა
აქტიური 1990-დღემდე
საიტი jackwhiteiii.com
ჯეკ უაიტი ვიკისაწყობში

ჯეკ უაიტი (ინგლ. Jack White; დ. 9 ივლისი, 1975), ნამდვილი სახელი და გვარი ჯონ ანტონი გილსი (ინგლ. John Anthony Gillis) — ამერიკელი მუსიკოსი, ხმის პროდიუსერი და მსახიობი, ჯგუფ უაიტ სტრაიპსის (The White Stripes) გიტარისტი და ვოკალისტი. მას ხშირად ეძახიან „ჯეკ უაიტ III“-ს.

1990-იან წლებში ჯეკი იყო ქუჩის მუსიკოსი, უკრავდა დეტროიტში ძირითადად მიწისქვეშა გადასასვლელებსა და მეტროპოლიტენში, დღის პატარა მონაკვეთში მუშაობდა ავეჯის გარე ნაწილის გადამკვრელად (რაღაც ეგეთზე). ჯეკმა 1997 წელს ამ დროისთვის ყოფილ ცოლთან მეგ უათან ერთად შექმნა ჯგუფი უაიტ სტრაიპსი (The White Stripes). ჯგუფს ჰქონდა რამდენიმე აღიარებული ალბომი, მესამე ალბომმა „White blood cells“ საერთაშორისო აღიარება მოუპოვა. ჯეკ უაიტი მე-17 ადგილზეა ჟურნალ როლინგ სტოუნის ყველა დროის 100 საუკეთესო გიტარისტის სიაში. უაიტებს პოპულარობა და წარმატება მოუპოვა სხვადასხვა მუსიკოსებმა, როგორებიც არიან ბეკი, როლინგ სტოუნზი, ჯეფ ბეკი, ბობ დილანი და ლორიტა ლინი, რომლის 2004 წლის ალბომი ვენ ლირ როუზი გამოშვებული ჯეკ უაითის მიერ. 2005 წელს, ჯეკი გახდა ჯგუფი „რეკონტაუერსის“ (The Raconteurs) წევრი და 2009 წელს „დედ ვეზერის“ (The Dead Weather).

ბავშვობა და ადრინდელი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარმოშობით ჯეკი არის შოტლანდიელ-კანადელი და პოლონელი, სულ 7 ძმა და 3 და, იგი დაიბადა დეტროიტში, მიჩიგანის შტატში, ტირისას და გორმენ გილსის ოჯახში. მისი მამა და დედა მსახურობდნენ დეტროიტის კათოლიკურ ეკლესიაში (ეგრ. Archdiocese of Detroit) ასევე დამხმარე და კარდინალის მდივანი. ჯეკი იყო ალტერ ბოი იგივე სტიქაროსანი და ამან როლი მოუტანა 1987 წლის ფილმში The Rosary Murders. ბავშვობაში უყვარდა კლასიკური მუსიკა.

ჯეკ უაითმა 5 წლისამ დაიწყო დასარტყამ ინსტრუმენტზე დაკვრა. იგი გაიზარდა დასავლეთით დეტროიტში, ქვედა საშუალო კლასის სამეზობლოში. ჯეკი ადრეულ თინეიჯერობის ასაკში უკვე უსმენდა ბლუზს და 60-იანი წლების როკს, რაც გავლენას ახდენს მის ჯგუფ "The White Stripes"-ში. სონ ჰაუსი (Son House) და ბლაინდ ვილი მაკთაილი (Blind Willie McTell) მისი საყვარელი მუსიკოსები არიან. ის და მისი ბავშვობის მეგობარი, დომენიკი, ჯეკის ცხვენში იწერდნენ ბლუზს ქავერებს ძველ აუდიო ჩამწერ მოწყობილობებით. იმ დროს ჯეკი იყო მოკლე თმებით და კბილზე სამაგრებით. მან ბევრ ინტევიუში განაცხადა რომ მისი ყველა დროის საყვარელი სიმღერა არის სონ ჰაუსის ”Grinnin' In Your Face”.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უათ სტრაიპსი (The White Stripes)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

O2 Wireless Festival-ზე 2007 წელს

ჯგუფის კარიერა დაიწყო მიჩიგანის ანდეგრაუნდის ცენაზე, უკრავდა ადგილობრივ ბენდებთან ზე დირტბამბს, ზე პეიბექს, როქეთ 455 და სხვა. 1998 წელს, უათ სტრაიპსმა ხელი მოაწერა იტალია რიქორდსთან და მეორე წელს ჯგუფმა გამოუშვა თავისი სადებიუტო ალბომი სახელად სელფ-თაილდ (Self-titled), ასევე შემდექ წელს მოყვა მეორე ალბომი ერთი წლის შემდეგ კი ალბომი დე სთეჯლ (De Stijl).

2001 წელს ჯგუფმა გამოუშვა ალბომი ”White Blood Cells”. ეს ალბომი ბრიტანელმა კრიტიკოსებმა მოიწონეს და მალევე ამერიკაშიც იგივე მოხდა. 2002 წელს ჯგუფის მოწონება მსოფლიოში წინ და წინ მიიწევდა რამაც კომერციულ წარმატებეზეც მოახდინა გავლენა, ლეიბლი წერდა, რომ ალბომი "ხმა უფრო პარანოიდული და თვალისმომჭრელი, ვიდრე მისი წინამორბედი ... მუქი და უფრო რთული, მოკლედ მთლიანობაში და დეტალებში უფრო დახვეწილია White Blood Cells”. ალბომის პირველი სიმღერა, "Seven Nation Army" არის დღემდე ყველაზე წარმატებული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე.