ჯეირედ პადალეკი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯეირედ პადალეკი
Jared Padalecki
Jared Jared Padalecki.jpg
ჯეირედ პადალეკი, 2008 წელს
დაბადების სახელი ჯეირედ ტრისტან პადალეკი
Jared Tristan Padalecki
დაბადების ადგილი სან-ანტონიო, ტეხასი, აშშ
დაიბადა 19 ივლისი, 1982
შემოქმედების წლები 1999-დღემდე

ჯეირედ ტრისტან პადალეკი (Jared Tristan Padalecki, დ. 19 ივლისი, 1982) არის ამერიკელი მსახიობი. გაიზარდა ტეხასში, პოპულარული ადრეულ 2000 წლებში გახდა ცნობილი სატელევიზიო სერიალით გილმორის გოგოები, ასევე ჰოლივუდის რამდენიმე მაღალბიუჯეტიანი ფილმით, როგორებიცაა ნიუ-იორკის წამი და ცვილის ფიგურების სახლი. ბოლო წლებში კი პადალეკიმ სახელი გაითქვა CW-ს ცნობილი სერიალით ზებუნებრივი, სადაც იგი სემ ვინჩესტერს განასახიერებს და ჯენსენ ეკლსთან ერთად თამაშობს.

სექციების სია

[რედაქტირება] ბიოგრაფია

[რედაქტირება] ადრეული წლები

ჯეირედი დაიბადა სან-ანტონიოში, ტეხასში. დედა, შერონ (შერი) კამერი — მასწავლებელი იყო, მამა, ჟერალდ (ჯერი) პადალეკი კი ბუჰღალტერი. ჯეირედი ნახევრად პოლონელია. ჰყავს უფროსი ძმა ჯეფი და უმცროსი და — მეგანი. 12 წლის ასაკში ჯეირედი შეუდგა სამსახიობო გაკვეთილებზე სიარულს. დაამთავრა ჯეიმს მედისონის სკოლა სან-ანტონიოში. 1999 წელს პადალეკიმ გაიმარჯვა კონკურსში «Claim To Fame», რის შედეგადაც შესაძლებლობა მიეცა Teen Choice Awards-ზე საპატიო პრემიის გადაცემისა. სწორედ ამ ცერემონიალზე შეხვდა მის ამჟამინდელ მენეჯერს. 2000 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, ჯეირედი გადავიდა ლოს ანჯელესში, რათა გაეგრძელებინა სამსახიობო კარიერა. თუმცა თავდაპირველად იგი ტეხასის უნივერსიტეტში ჩაბარებას გეგმავდა.

[რედაქტირება] კარიერა

პადალეკის რიგით პირველი როლი იყო მეორეხარისხოვანი როლი 1999 წლის ფილმში A Little Inside. 2000-2005 წლამდე მან განასახიერა დინ ფორესტერი პოპულარულ სერიალში გილმორის გოგოები. 2000-2003 წლამდე ჯეირედი გამოჩნდა რამდენიმე ფილმში, როგორებიცაა ჩუმი მოწმე (Silent Witness 2000), სახლთან ახლოს (Close to Home 2001), სამარადისო სინათლის ბეჭედი (A Ring of Endless Light 2002) და ახალგაზრდა მაკგაივერი (2003).

2003 წელს პადალეკიმ ითამაშა უმნიშვნელო როლი კომედიაში Cheaper by the Dozen („ბევრი იაფად“) მას შემდგომ, რაც ახალგაზრდა მსახიობმა და მეგობარმა ტომ უელინგმა სთხოვა ეს, თუმცა ჯეირედის გვარი ფილმის ტიტრებში არაა მითითებული. 2004 წელს იგი გამოჩნდა დები ოლსენების (მერი-კეიტი და ეშლი) კომედიაში ნიუ-იორკის წამი და ტრილერში ფენიქსის გაფრენა, 2005 წელს კი საშინელებათა ფილმებში: ცვილის ფიგურების სახლი და მგელი-მარტოხელა. იმავე წელს პადალეკიმ განასახიერა სემ ვინჩესტერი WB-ს პოპულარულ სერიალში ზებუნებრივი, რომლის მეორე სეზონი 2006 წლის 28 სექტემბრიდან CW-ს ეთერში გავიდა. მესამე სეზონის პრემიერა 2007 წლის 4 ოქტომბერს შედგა, მეოთხე კი 2008 წლის 18 სექტემბრიდან დაიწყო. სერიალის შემქმნელმა, ერიკ კრიპკმა განაცხადა, რომ ზებუნებრივი მაქსიმუმ კიდევ ერთ, მეხუთე სეზონს გასტანს. გადაღებები მიმდინარეობს ვანკუვერიში, კანადა.

პადალეკი ასევე მიიწვიეს როლზე MTV-ს საშინელებათა რეალითი-შოუში ოთახი 401. ჯეირედი ამ შოუს წამყვანია, შემქმნელი კი ეშტონ კატჩერია.

2008 წელს ჯეირედმა მონაწილეობა მიიღო ფილმში ტომას კინკეიდის საშობაო კოტეჯი , სადაც განასახიერა ამერიკელი მხატვარი ტომას კინკეიდი.

2009 წელს ჯეირედმა მიიღო მთავარი როლი საშინელებათა ფილმში პარასკევი, 13. ფილმის გახსნა 13 თებერვალს მოხდა. პადალეკი განასახიერებს კლეი მილლერს, პერსონაჟს, რომელიც იდუმალი ტბისკენ დაკარგული დის საძიებლად მიდის.

[რედაქტირება] ფილმოგრაფია

წელი სახელი როლი შენიშვნები
1999 A Little Inside მეტტ ნელსონი
2000 ჩუმი მოწმე სემი სატელევიზიო ფილმი
გილმორის გოგოები დინ ფორესტერი მუდმივი პერსონაჟი, 2000-2005
2001 სასწრაფო პოლ ჰარრისი ერთ ეპიზოდში
სახლთან ახლოს
2002 სამარადისო სინათლის ბეჭედი ზაკერი გრეი სატელევიზიო ფილმი
2003 ახალგაზრდა მაკგაივერი კლეი მაკგაივერი პილოტი
Cheaper by the Dozen
ბევრი იაფად
ხულიგანი (ტიტრებში მითითებული არაა)
ამერიკის შემდეგი ტოპ-მოდელი თავად
2004 ფენიქსის გაფრენა დევისი
ნიუ-იორკის წამი ტრეი ლიპტონი
2005 მგელი-მარტოხელა ტომი მეორეხარისხოვანი როლი
ცვილის ფიგურების სახლი უეიდი მეორეხარისხოვანი როლი
ზებუნებრივი სემ ვინჩესტერი მთავარი როლი, 2005-დღემდე
2007 ოთახი 401 თავად წამყვანი
2008 ტომას კინკეიდის საშობაო კოტეჯი ტომას კინკეიდი მთავარი როლი
2009 პარასკევი, 13 კლეი მილლერი მთავარი როლი

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე