ჯეიმზ ჰედლი ჩეიზი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯეიმზ ჰედლი ჩეიზი
დაბ. თარიღი 1906
დაბ. ადგილი დიდი ბრიტანეთი, ლონდონი
გარდ. თარიღი 1985
გარდ. ადგილი შვეიცარია
ფსევდონიმი ჯეიმზ ჰედლი ჩეიზი
საქმიანობა მწერალი
ეროვნება ბრიტანელი
ჟანრი დეტექტივი

ჯეიმზ ჰედლი ჩეიზი (ინგლ. James Hadley Chase; დ. ლონდონი, 1906 წელი — გ. შვეიცარია, 1985 წელი.) — „ლიტერატურის ოსტატად“ აღიარებული მწერალი.

ჯეიმზი ლონდონში, გადამდგარი ოფიცრის ოჯახში დაიბადა. მისი ნამდვილი სახელია რენე ბარბაზონ რაიმონდი. მომავალი მწერალი როჩესტერის სამეფო სკოლაში სწავლობდა, მაგრამ 18 წლისამ სწავლაც მიატოვა და მშობლიური სახლიც.

სანამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დეტექტიური მწერალი გახდებოდა, ჩეიზმა უამრავი სამუშაო გამოიცვალა, მუშაობდა წიგნების გამავრცელებელ აგენტად, წიგნების გამყიდველად და ამასობაში გადაწყვიტა, თვითონაც დაეწერა რაიმე. თავდაპირველად წერა იუმორისტული მოთხრობებით დაიწყო. მისი პირველი რომანი „არავითარი ორქიდეები მის ბლენდიშისთვის“ 1939 წელს გამოვიდა და მაშინვე ბესტსელერად იქცა, რამაც საბოლოოდ განსაზღვრა მისი კარიერა. ჯეიმზ ჰედლი ჩეიზი 80-მდე ნაწარმოების ავტორია.

ჩეიზის დეტექტივებში მოქმედება ძირითადად აშშ-ში ვითარდება, თუმცა მწერალი ამ ქვეყანაში მხოლოდ ორჯერ იყო ნამყოფი - მაიამისა და ნიუ-ორლეანში - ისიც მცირე ხნით. რეალური სურათის შესაქმნელად მწერალი ინფორმაციას ენციკლოპედიებიდან, რუკებიდან და სლენგების ლექსიკონებიდან იღებდა.

ჩეიზი ბევრს მოგზაურობდა, ძირითადად შვეიცარიაში ცხოვრობდა და იქვე გარდაიცვალა 1985 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • მსოფლიო დეტექტივების სეიფი, ტომი 1, თბილისი, 2010.