ჯეიმზ ლაფერტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯეიმზ ლაფერტი
James Lafferty
დაბ. სახელი ჯეიმზ მარტინ ლაფერტი
დაბ. ადგილი ჰელმეტი, კალიფორნია, აშშ
დაბ. თარიღი 25 ივლისი, 1985

ჯეიმზ მარტინ ლაფერტი (ინგლ. James Lafferty; დ. 25 ივლისი, 1985) არის ამერიკელი მსახიობი. ის თამაშობს ნეიტან სკოტის როლს CW-ს სატელევიზიო არხზე სერიალში One tree hill.

ბავშვობა[რედაქტირება]

ჯეიმზ ლაფერტი დაიბადა 1985 წლის 25 ივლის ჰელმეტში, კალიფორნიაში.[1] მისი სამსახიობო კარიერა დაიწყო 6 წლის ასაკში. 10 წლის ასაკში მან პირველი როლი ითამაშა.[1] დედამისმა მას ურჩია რომ ის ეკეთებინა რაც მას უნდოდა, ასევე მის ძმასაც. მან ჩააბარა ჰელმეტის საშუალო სკოლაში, სადაც კალათბურთის თამაში დაიწყო ვარსიტი გუნდის შემადგენლობაშ, რამაც მას მოუტანა MVP ჯილდო და ყველა-ლიგის ჯილდო.[1]

2003 წელს მან დაამთავრა საშუალო სკოლა და ჩააბარა კალიფორნიის უნივერსიტეტში, ლონგ ბიჩში.[1]

კარიერა[რედაქტირება]

2001 წელს, ლაფერტიმ ითამაშა სერიალში ემერილი. ემერილის შვილი განასახიერა. აგრეთვე ლაფერტმა მონაწილეობა მიიღო სერიალებში Once and Again, Get Real, და Boston Public. ამის შემდეგ ითამაშა ფილმში A Season on the Brink.[1] ფილმი ეხებოდა 1985-1986 სეზონების დროს მოთამაშე ინდიანა უნივერსიტეტის კაცთა საკალათბურთო გუნდს. ფილმი დაფუძნებული იყო ჯონ ფაინშტაინის წიგნის მიხედვით. ლაფერტი განასახიერებდა სტიფ ალფორდის როლს.

2003 წელს იგი უკვე ვან თრი ჰილის მონაწილეთა სიაში იყო.[1]

ამჟამად მას იღებენ დონი დარკოს სექუელში, ს. დარკო.[2]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება]

ლაფერტი ამჟამად ცხოვრობს უილმინგტონში, ჩრდილოეთ კაროლინაში.

ის ამჟამად ეხმარება პროფესიულ საკალათბურთო გუნდს, Wilmington Sea Dawgs-ს და პრემიერ ლიგას. ამჟამად იგი მუშაობს დოკუმენტურ დრამაზე ამ გუნდის შესახებ.

ლაფერტის ხშირად ეძახდნენ ვან თრი ჰილის წევრები "ბეიბი ჯეიმზს", ვინაიდან როდესაც სერიალის გადაღებები დაიწყო, ის ყველაზე პატარა წევრი იყო მათ შორის. იგი 17 წლის იყო. ყოველშემთხვევაში ამ ნიკნეიმს პირველი სეზონის შემდეგ უკვე საჯაროდ აღარ ეძახიან.

2007 წლის დეკემბერში, რაშ & მოილიმ ნიუ იორკ დეილი ნიუსიდან განაცხადეს რომ ლაფერტის, ამჟამად რომანი აქვს მასთან ერთად მოთამაშე სოფია ბუშთან; თუმცა სოფია ბუშის მხარემ ეს ინფორმაცია უარყო.[3][4] ცოტა ხნის წინ გამოჩნდა სურათები, სადაც სოფია და ჯეიმზი ერთად იყვნენ LAX-ის თამაშზე, რამაც უფრო გაამწვავა ჭორები მართი ერთად ყოფნის შესახებ.[5]

კალათბურთის მოყვარული და ათლეტი, ჯეიმზ ლაფერტი თავისუფალ დროს სპორტით არის დაკავებული. მან ითამაშა New Orleans Hornets-ის გუნდში 2008 NBA ყველა ვარსკვლავის თამაშზე Ne-yo, Terrell Owens, Taylor Hicks, და Master P-თან ერთად. .[6] მათ 50-დან 51 თამაში მოიგეს, ოუვენი კი ყველაზე მეტი ქულის მომტან მოთამაშედ დაასახელეს.

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

მთავარი როლები[რედაქტირება]

მიწვეული როლები[რედაქტირება]

  • Fake I.D. Club - თავის თავი
  • Get Real - ბილი - უკანასკნელი უიკენდი (2000)
  • Boston Public - მაიკელ სკოტი - მეთვრამეტე თავი (2001)
  • Once and Again - ტედი - ბედისწერა რთავს რადიოს (2001)
  • Once and Again - ტედი - სექს შოუ (2001)
  • Once and Again - ტედი - სასტიკი სიყვარული (2001)
  • Once and Again - ტედი - გეების და სტრაიტების გაერთიანება (2002)
  • On Air With Ryan Seacrest - - 2/16/04 (2004)
  • Unscripted - თავის თავი (2005)

დამატებითი როლები[რედაქტირება]

  • Fake I.D. Club - თავის თავი -იანვარი 10, 2004 (2004)

ფილმი/მინი სერიალი/სპეციალური როლები[რედაქტირება]

  • Annabelle's Wish - ბასტერი (ხმა)
  • Boys on the Run (2001) - ჯო ფერგისონი
  • A Season on the Brink (2002) - Steve Alford
  • Teen Choice Awards (2004) - გამომცხადებელი
  • 2008 NBA All-Star Celebrity Game - თავის თავი
  • თინ ვოგთან ინტერვიუ
  • S. Darko -აირაქ ჯეკი (2009)

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 "Biography" J - L A F F E R T Y . C O M (accessed March 5, 2007)
  2. James Lafferty cast in 'Donnie Darko' sequel. StarNewsOnline (2008-06-02).
  3. “Side Dish“, New York Daily News, 2007-12-24. წაკითხვის თარიღი: 2007-12-27. „სოფია ბუშმა ახალი შეყვარებული გაიჩინა ვან თრი ჰილიდან. ჩედ მაიკელ მურეისთან წარუმატებელი ქორწინების შემდეგ, ამჟამად ცნობილია რომ სოფია ხვდება ჯეიმზ ლაფერტის, თუმცა სოფიას მხრიდან ამ ამბავს უარყოფენ.“ 
  4. Doug Camilli (2007-12-27). Cohen buries Borat, Ali G. characters. canada.com. წაკითხვის თარიღი: 2007-12-27.
  5. Sophia Bush & James Lafferty: Couple Going Strong? | James Lafferty, One Tree Hill, Sophia Bush : Just Jared
  6. NBA.com: New Orleans Stars Win 2008 Celebrity Game

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]