ჯეიმზ კევიზელი
| ჯეიმზ კევიზელი James Caviezel |
|
ჯეიმზ კევიზელი 2009 წელს |
|
| დაბადების სახელი | ჯეიმზ პატრიკ კევიზელი |
| დაბადების ადგილი | მაუნტ-ვერნონი |
| დაიბადა | 26 სექტემბერი 1968 |
| საქმიანობა | მსახიობი |
| შემოქმედების წლები | 1991–დღემდე |
| მეუღლე(ები) | კერი ბროუიტ კევიზელი |
ჯეიმზ პატრიკ კევიზელი (ინგლ. James Caviezel, სფა [kəˈviːzəl][1]; დ. 26 სექტემბერი 1968, მაუნტ-ვერნონი, ვაშინგტონი, აშშ) — ამერიკელი კინომსახიობი. სახელი გაითქვა მას შემდეგ, რაც განასახიერა იესო ქრისტეს სახე კინოფილმში „ქრისტეს ვნებანი“.
სექციების სია |
ბიოგრაფია [რედაქტირება]
ჯეიმზ კევიზელი დაიბადა ვაშინგტონის შტატში, საკმაოდ დიდ ოჯახში. მსახიობის ოჯახი ცხოვრობდა მკაცრი კათოლიკური წესებით.[2][3] მას სამი და და ერთი ძმა ჰყავს. ჯეიმზის მამა ერთი შტოთი სლოვაკელია, ხოლო დედა ირლანდიელია.[4][5] ჯეიმზ კევიზელი ღვთისმოშიში კათოლიკეა.[6] 2005 წლის 19 მარტამდე კევიზელი მთავარი მოქადაგე იყო კათოლიკების პირველი კონფერენციის დროს ბოსტონში. ადრეულ ასაკში იგი დაკავშირებული იყო სპორტთან და რელიგიასთან. მთელი მისი ოჯახი სპორტულ სფეროში იყო ჩაბმული. მისი და და ძმა კალათბურთით იყვნენ გატაცებული. თვით ჯეიმზ კევიზელიც ფიქრობდა კალათბურთელი გამხდარიყო, თუმცა ჩანაფიქრი არ აუსრულდა, რადგან ფეხის ტრავმა მიიღო. კოლეჯის დამთავრების შემდეგ მიიღო პირველი როლი ნილ საიმონის პიესაში. 1990 წელს მომავალი მსახიობი ლოს-ანჟელესში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც 1994 წლამდე დარჩა. აქ იგი ოფიციანტად მუშაობდა.
თავდაპირველად სერიალებში იღებდა მონაწილეობას, ხოლო 1990-იანი წლების შემდეგ კინოფილმებში დაიწყო გადაღება. მისი კინოკარიერა ათვლას 1990-იანი წლებიდან იწყებს.
1991 წელს გამოდის გას ვან სენტის ფილმი „ჩემი პირადი შტატი აიდაჰო“, სადაც კევიზელთან ერთად ითამაშა იმ დროს უცნობმა კიანუ რივზმა. შემდეგ როლი მიიღო დიდბიუჯეტიან ფილმში „უაიტ ერპი“. ამ პერიოდში მხოლოდ მსუბუქ დრამებში და სპორტულ-საოჯახო კინოფილმებში გამოდიოდა. ეპიზოდურ როლში გვევლინება ცნობილ კინოფილმში „კლდე“. აღსანიშნავია აგრეთვე ფილმი „წვრილი წითელი ხაზი“, სადაც სიუჟეტის ცენტრში ამერიკელი ჯარისკაცების ქვედანაყოფის ისტორიაა მოთხრობილი. 2000 წელს გამოდის ფილმი „რადიოტალღა“, ფანტასტიკური დრამა, სადაც მოთხრობილია მამა-შვილის ისტორია. 2004 წელს გამოვიდა მელ გიბსონის გახმაურებული კინოფილმი „ქრისტეს ვნებანი“, სადაც იესოს სახე განასახიერა.
მისთვის ძირითადად დამახასიათებელია დრამატული, მძიმე ხასიათის როლების შესრულება. მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 30-მდე კინოფილმში.
ამპლუა: დრამა, მელოდრამა, თრილერი.
ფილმოგრაფია [რედაქტირება]
| წელი | ქართული სახელი | ორიგინალი | როლი |
|---|---|---|---|
| 1991 | ჩემი პირადი შტატი აიდაჰო | My Own Private Idaho | |
| 1992 | უაიტ ერპი | Wyatt Earp | |
| 1995 | ედი | Ed | |
| 1996 | კლდე | The Rock | |
| 1996 | ჯარისკაცი ჯეინი | G.I. Jane | |
| 1998 | წვრილი წითელი ხაზი | The Thin Red Line | |
| 2000 | რადიოტალღა | Frequency | |
| 2000 | გადაუხადე სხვას | Pay It Forward | |
| 2001 | ანგელოზის თვალები | Angel Eyes | |
| 2002 | გრაფი მონტე კრისტო | The Count of Monte Cristo | |
| 2002 | განსაკუთრებით მძიმე დანაშაული | High Crimes | |
| 2003 | მე დევიდი ვარ | I Am David | |
| 2004 | საბოლოო მონტაჟი | The Final Cut | |
| 2004 | ქრისტეს ვნებანი | The Passion of the Christ | |
| 2006 | 5 უცნობი | Unknown | |
| 2006 | დეჟა ვუ | Deja Vu | |
| 2008 | ვიკინგები | Outlander | |
| 2008 | ქვებით ჩაქოლვა | The Stoning of Soraya M. | |
| 2008 | სახიფათო ბუნება | Nature's Grave | |
| 2009 | ტრანზიტი | Transit |
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ჯეიმზ კევიზელი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)
- Jim Caviezel UK Website
- Reel Caviezel: Jim Caviezel's work as a storyteller on film
- yourMovies interview: Jim Caviezel
- Interview with Jim on WHO.com where he talks about his lucky life
- Interview with Jim on Beliefnet.com where he talks about "The Stoning of Soraya M" and his faith
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ How to pronounce Caviezel — inogolo, How to pronounce Jim Caviezel in English — Forvo.
- ↑ Marcy Dermansky, Jurgen Fauth. Jim Caviezel. About.com. ციტატა: „One of five children, he grew up as part of a devout Catholic family.“ წაკითხვის თარიღი: 2010-06-22.
- ↑ James Caviezel (Film and TV actor). Parade. წაკითხვის თარიღი: 2011-02-18.
- ↑ "PASSION" LOSES REALISM WITH ITS BLUE-EYED JESUS.(COMMENTARY) | Article from The Virginian Pilot | HighBeam Research
- ↑ I ALMOST DIED ON THE CROSS - JUST LIKE JESUS; My Irish mother called acting 'blarney' but..(News) | Article from The People (London, England) | HighBeam Research
- ↑ CHRIST COMPLEX - Interview with actor Jim Caviezel - Gayle MacDonald; Globe and Mail, December 27, 2002