ჯეიმზ ბონდი (ფილმების სერია)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯეიმზ ბონდი (ინგლ. James Bond) — ფილმების სერია MI6-ის აგენტ ჯეიმზ ბონდის (კოდური ნომრით 007) შესახებ. იგი პირველად გამოჩნდა რომანების სერიაში, რომელიც იენ ფლემინგის მიერ დაიწერა. პირველი ფილმები ეფუძნებოდა ფლემინგის ორიგინალური ნაწარმოებებსა და მოთხრობებს, მოგვიანებით კი დაიწერა ორიგინალური სცენარები. კინოს ისტორიაში ეს არის ყველაზე ხანგრძლივი სრულმეტრაჟიანი ფილმების სერია. მისი წარმოება მიმდინარეობდა 1962 წლიდან (1989 და 1995 წლებს შორის ერთგვარი პაუზა ჩამოვარდა).[1] ამ პერიოდშ კომპანიამ Eon Productions შექმნა 22 ფილმი. თითოეული გამოდიოდა დაახლოებით ყოველ ორ წელიწადში. მათი გადაღება მიმდინარეობდა სტუდიაში Pinewood. დღეისათვის ფილმების ამ სერიის საერთო შემოსავალმა 5 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა და ის ჰარი პოტერის ფილმების სერიის შემდეგ ყველა დროის რიგით მეორე ყველაზე შემოსავლიენ ფილმად ითვლება.[2] ექვსმა მსახიობმა სხვადასხვა დროს შექმნა ბონდის თავისებური სახე, თუმცა შონ კონერის მონაწილეობით გადაღებულმა ფილმებმა განსაზღვრეს ფილმების სერიის საერთო სტილი და განწყობა, ხოლო როჯერ მურმა ბონდის შესახებ ყველაზე მეტ ფილმში მიიღო მონაწილეობა.

ალბერტ რ. ბროკოლი და ჰარი ზალცმანი ფილმებს 1975 წლამდე აწარმოებდნენ. 1975 წლიდან ბროკოლი ძირითად პროდიუსერად იქცა. 1995 წლიდან ფილმებზე პროდიუსერებად მუშაობენ მისი შვილი, ბარბარა ბროკოლი და გერი, მაიკლ ჯ. უილსონი. ბროკოლის (და 1975 წლამდე - ზალცმანის) საოჯახო კომპანიამ Danjaq უფლება ფილმებზე მოიპოვა Eon-ის დახმარებით და 1970-იანი წლებიდან United Artists-თან ერთად ფილმზე უფლებების თანამფლობელობა ჩამოაყალიბა. ფილმების „დოქტორ ნოუ“ (1962) - „მხოლოდ თქვენი თვალებისათვის“ (1981) პერიოდში ყველა ნამუშევარი ვრცელდებოდა ფილმების UA-ს მიერ. 1981 წელს Metro-Goldwyn-Mayer-მა შეიძინა UA და ჩამოყალიბდა MGM/UA Entertainment Co., რომელიც ფილმებს დისტრიბუციას 1995 წლამდე უწევდა. 1997-2002 წლებში, როდესაც UA-მ, როგორც მოქმედმა სტუდიამ, არსებობა შეწყვიტა, დისტრიბუციაზე მხოლოდ MGM ზრუნავდა. 2006 წლიდან დღემდე დისტრიბუციაზე მუშაობენ MGM და Columbia Pictures (2005 წელს MGM დაექვემდებარა კომპანიას Sony Pictures Entertainment). 2010 წლის ნოემბერში MGM-მა გამოაცხადა, რომ გაკოტრებულია. მას შემდეგ სერიის Danjaq-თან ერთად წარმოების უფლება Columbia-ს გადაეცა.

გარდა Eon-ის ფილმების სერიისა, არსებობს ტელე ან კინო ფილმები ჯეიმზ ბონდის შესახებ - სატირული ფილმი „კაზინო როიალი“ (1967), შონ კონერის მონაწილეობით გადაღებული ფილმის „სფერული ელვა“ გადამუშავებული ვერსია „აღარასოდეს თქვა არასოდეს“ (1983) და ამერიკული სატელევიზიო ვერსია „კაზინო როიალი“ (1954).

ფილმების სია[რედაქტირება]

სკაიფოლი უმნიშვნელო ნუგეში კაზინო როიალი (2006 წლის ფილმი) მოკვდი სხვა დღეს მსოფლიოც არ არის საკმარისი ხვალინდელი დღე არასოდეს მოკვდება ოქროსთვალი მკვლელობის ლიცენზია ნაპერწკლები თვალებიდან ხედი მკვლელობაზე რვაფეხა (ბონდიანა) მხოლოდ თქვენი თვალებისათვის მუნრეიკერი ჯაშუში, რომელსაც ვუყვარდი მამაკაცი ოქროს პისტოლეტით იცხოვრე და სიკვდილის ნება მიეცი ალმასები სამუდამოდ მისი აღმატებულების საიდუმლო სამსახურში შენ მხოლოდ ორჯერ ცოცხლობ სფერული ელვა (ფილმი) გოლდფინგერი რუსეთიდან სიყვარულით დოქტორ ნოუ


ნომერი სახელწოდება ორიგინალური სახელწოდება წელი ბონდის როლში რეჟისორი ბიუჯეტი (მარკეტინგის ჩათვლით) შემოსავალი (აშშ) შემოსავალი (მსოფლიო)
1 დოქტორ ნოუ Dr. No 1962 შონ კონერი ტერენს იანგი 1 100 000 დოლარი 16 067 035 დოლარი 43 500 000 დოლარი
2 რუსეთიდან სიყვარულით From Russia with Love 1963 2 500 000 დოლარი 24 796 765 დოლარი 54 100 000 დოლარი
3 გოლდფინგერი Goldfinger 1964 გაი ჰემილტონი 3 500 000 დოლარი 51 081 062 დოლარი 73 800 000 დოლარი
4 სფერული ელვა Thunderball 1965 ტერენს იანგი 11 000 000 დოლარი 63 595 658 დოლარი 77 600 000 დოლარი
5 შენ მხოლოდ ორჯერ ცოცხლობ You Only Live Twice 1967 ლუის ჯილბერტი 9 500 000 დოლარი 43 084 787 დოლარი 68 500 000 დოლარი
6 მისი აღმატებულების საიდუმლო სამსახურში On Her Majesty’s Secret Service 1969 ჯორჯ ლეზენბი პიტერ ჰანტი 7 000 000 დოლარი 22 774 493 დოლარი 59 200 000 დოლარი
7 ალმასები სამუდამოდ Diamonds Are Forever 1971 შონ კონერი გაი ჰემილტონი 7 200 000 დოლარი 43 819 547 დოლარი 72 200 000 დოლარი
8 იცხოვრე და სიკვდილის ნება მიეცი Live and Let Die 1973 როჯერ მური 7 000 000 დოლარი 35 377 836 დოლარი 91 000 000 დოლარი
9 მამაკაცი ოქროს პისტოლეტით The Man with the Golden Gun 1974 13 000 000 დოლარი 20 972 000 დოლარი 76 600 000 დოლარი
10 ჯაშუში, რომელსაც ვუყვარდი The Spy Who Loved Me 1977 ლუის ჯილბერტი 14 000 000 დოლარი 46 838 673 დოლარი 138 600 000 დოლარი
11 მუნრეიკერი Moonraker 1979 34 000 000 დოლარი 70 308 099 დოლარი 140 000 000 დოლარი
12 მხოლოდ თქვენი თვალებისათვის For Your Eyes Only 1981 ჯონ გლენი 28 000 000 დოლარი 54 812 802 დოლარი 140 500 000 დოლარი
13 რვაფეხა Octopussy 1983 27 500 000 დოლარი 67 893 619 დოლარი 119 600 000 დოლარი
14 ხედი მკვლელობაზე A View to a Kill 1985 30 000 000 დოლარი 50 327 960 დოლარი 102 100 000 დოლარი
15 ნაპერწკლები თვალებიდან The Living Daylights 1987 ტიმოტი დალტონი 40 000 000 დოლარი 51 185 897 დოლარი 140 000 000 დოლარი
16 მკვლელობის ლიცენზია Licence to Kill 1989 42 000 000 დოლარი 34 667 015 დოლარი 121 500 000 დოლარი
17 ოქროსთვალი GoldenEye 1995 პირს ბროსნანი მარტინ კემპბელი 80 000 000 დოლარი 106 429 941 დოლარი 242 465 680 დოლარი
18 ხვალინდელი დღე არასოდეს მოკვდება Tomorrow Never Dies 1997 როჯერ სპოტისვუდი 110 000 000 დოლარი 125 304 276 დოლარი 214 035 826 დოლარი
19 მსოფლიოც არ არის საკმარისი The World Is Not Enough 1999 მაიკლ ეპტედი 135 000 000 დოლარი 126 943 684 დოლარი 234 888 716 დოლარი
20 მოკვდი სხვა დღეს Die Another Day 2002 ლი ტამაჰორი 180 000 000 დოლარი 160 942 139 დოლარი 271 028 977 დოლარი
21 კაზინო როიალი Casino Royale 2006 დენიელ კრეიგი მარტინ კემპბელი 150 000 000 დოლარი 167 445 960 დოლარი 426 793 106 დოლარი
22 უმნიშვნელო ნუგეში Quantum of Solace 2008 მარკ ფორსტერი 230 000 000 დოლარი 515 588 687 დოლარი
23 სკაიფოლი Skyfall 2012 სემ მენდესი

არაოფიციალური ფილმები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. James Bond film suspended“, The Telegraph, 20 April 2010. წაკითხვის თარიღი: 21 September 2011. 
  2. Harry Potter becomes highest-grossing film franchise“, The Guardian, 11 September 2007. წაკითხვის თარიღი: 28 September 2011.