ჯეიმზ გოსლინგი
ჯეიმზ გოსლინგი (დაიბადა: 19 მაისი, 1955, ქ. კალგარიში, ალბერტას საგრაფო, კანადა). იგი ცნობილია როგორც ჯავა პროგრამირების ენის ავტორი.
განათლება და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1977 წელს ჯეიმზ გოსლინგმა დაამთავრა კალგარის უნივერსიტეტის ბაკალავრიატი კომპიუტერულ მეცნიერებათა განხრით. 1983 წელს მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი (კომპიუტერულ მეცნიერებებში) კარნეგი-მელონის უნივერსიტეტში (აშშ). სადოქტოროზე მუშაობის პერიოდში გოსლინგი მონაწილეობდა ცნობილი ტექსტური რედაქტორის იმაქსის შექმნაში იუნიქსთან თავსებადი ოპერაციული სისტემებისთვის. სან მიკროსისტემზ-ში მუშაობის დაწყებამდე მან შექმნა უნიქსის რამდენიმე მულტიპროცესორული ვერსია. ასევე - რამდენიმე კომპილატორი და მეილის (ფოსტის) ტრანსფერის აგენტი.
1984 წლიდან მოყოლებული, გოსლინგი სან მიკროსისტემზში მუშაობს. დღესდღეობით (2006 წლისთვის) გოსლინგი სანის პროგრამირების პროდუქტთა ჯგუფის უფროსი ტექნიკური ოფიცერია (CTO).
პროგრამირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ცნობილია, რომ გოსლინგი უმეტესად ეპლის პაუერბუკს იყენებს პროგრამირებისთვის.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Short bio from java.net დაარქივებული 2006-03-03 საიტზე Wayback Machine.
- James Gosling's weblog
- James Gosling and other Java Blogs დაარქივებული 2006-02-19 საიტზე Wayback Machine.
- A profile of James on apple.com