ჯებელ-შამარის საამირო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯებელ-შამარის საამირო
არაბ. دولة آل رشيد


1836 — 1921
 

 

 

დროშა
დედაქალაქი ჰაილი
ენა არაბული, ოსმალური, სპარსული
რელიგია ისლამი
მმართველობის ფორმა მონარქია
დინასტია ალ რაშიდები
ისტორია
 - ბინ რაშიდის მოსვლა ხელისუფლებაში 1836
 - საუდების მიერ დაპყრობა 1921

ჯებელ-შამარების საამირო, ასევე ალ რაშიდების საამირო არაბ. دولة آل رشيد — სახელმწიფო რომელიც არსებობდა არაბეთის ნახევარკუნძულზე დაახლოებით დღევანდელი ნეჯდის რეგიონში. საამირო არსებობდა 1836 - 1921 წლებში.[1] ჯებელ-შამარი (არაბ. جبل شمر) ითარგმნება როგორც შამარების მთიანეთი. მისი დედაქალაქი იყო ჰაილი.[1] საამიროს მართავდა ალ რაშიდების დინასტია. მისი ტერიტორიები დღეს შედის საუდის არაბეთის, ერაყის და იორდანიის საზღვრებში.

საამირო ცნობილი იყო იონჯის წარმოებით.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საამირო შეიქმნა 1836 წელს და არსებობის მანძილზე იმართებოდა ალ რაშიდების მიერ. რაშიდებმა შეძლეს 1891 წელს მულაიდის ბრძოლაში გამარჯვებით საუდების ერ-რიადიდან გაყრა. რითიც გაუქმდა ნეჯდის საამირო და მისი ტერიტორიებიც ჯებელ-შამარების საამიროს შეუერთდა.

საუდების ქუვეითში გადახვეწის შემდეგ რაშიდებმა დაამყარეს კავშირი ოსმალეთის იმპერიასთან, მაგრამ ეს წაგებიანი კავშირი გამოდგა. ოსმალები რეგიონში გავლენას თანდათან კარგავდნენ.

1902 წელს იბნ საუდმა შეძლო ერ-რიადის განთავისუფლებას და დაიწყო სამხედრო კამპანია რეგიონის დასაბრუნებლად. ოთხ წლიანი საუდი-რაშიდების ომის შედეგად რაშიდები დამარცხდნენ ხოლო მათი ემირი აბდულ-აზიზ იბნ მიტაბი დაიღუპა.

პირველ მსოფლიო ომში საუდებს ბრიტანეთის იმპერიის მხარე ეჭირათ, ხოლო რაშიდებთ ოსმალების. შედეგად I მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ჯებელ-შამარების საამირო კიდევ უფრო დასუსტებული იყო, ხოლო საუდები გაძლიერებული.

საამიროს ბოლო მოუღო საუდების 1921 წლის სამხედრო კამპანიამ. საამირო საუდებს 1921 წლის 2 ნოემბერს დანებდა და შეუერთდა ნეჯდის სასულთნოს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Charles Montagu Doughty (1888): Travels in Arabia Deserta. (Reprinted many times)
  • Gertrude Bell (1907): The Desert and the Sown (republished 1987)
  • David George Hogarth (1905): The Penetration of Arabia: a Record of Western Knowledge Concerning the Arabian Peninsula.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 J. A. Hammerton. Peoples Of All Nations: Their Life Today And Story Of Their Past (in 14 Volumes). Concept Publishing Company, 2007. Pp. 193.
  2. Prothero, G.W. (1920). Arabia. London: H.M. Stationery Office, გვ. 86.