ჯაფარ ნიმეირი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯაფარ მუჰამედ ნიმეირი

ჯაფარ მუჰამედ ნიმეირი (არაბ. جعفر محمد النميري‎‎; დ. 1 იანვარი, 1930, ომდურმანი30 მაისი, 2009, ხართუმი) — სუდანის სახელმწიფო მოღვაწე. სუდანის სახელმწიფოს მეთაური 1969-1985 წწ. სუდანის რევოლუციური საბჭოს თავმჯდომარე 1969-1971 წწ. სუდანის პრეზიდენტი 1971-1985 წწ. მარშალი (1979 წ.).

დაიბადა საშუალო ფენის წარმომადგენლის ოჯახში. 1952 წელს დაამთავრა სუდანის სამხედრო კოლეჯი. სწავლა განაგრძო გფრ-სა და აშშ-ში. 1969 წლის 25 მაისს ხელმძღვანელობდა სახელმწიფო გადატრიალებას. 1969-1971 წლებში რევოლუციური საბჭოს თავმჯდომარეა, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. 1971-1985 წწ. ქვეყნის მეთაურია. 1972 წლიდან სუდანის სოციალური კავშირის თავმჯომარეა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]