ჯარდოე ასადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯარდოე ასადი
დაბადების თარიღი 2 მაისი, 1929(1929-05-02)
გარდაცვალების თარიღი 26 სექტემბერი, 1993(1993-09-26) (64 წლის)
საქმიანობა მწერალი

ჯარდო ასადის ძე ოზმანიანი (ქურთ. Cerdoê Esed Ozmanyian; დ. 2 მაისი, 1929, — გ. 26 სექტემბერი, 1993) — ქურთი პოეტი, მწერალი და თარჯიმანი, უფრო ცნობილი როგორც ჯარდოე ასადი (ქურთ. Cerdoê Esed)

დაიბადა სომხეთში 1929 წელს. იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა და უკვე 1950 წელს დაამთავრა ერევნის აბოვიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი.

1954 წელს პირველად დაიბეჭედა მისი ლექსები ქურთულენოვანი სკოლის მე-4 კლასის სახელმძღვანელოში. 1959 წელს გამოსცა ლექსების პირველი კრებული „ლექსები და პოემები“. შემდგომი წლების განმავლობაში სომხეთში დაბეჭდილი იყო არაერთი კრებული და ალმანახი.

1975 წლისთვის საცხოვრებლად თბილისში გადავიდა და უკვე 1978 წელს გამოსცა წიგნი „ადამიანო, მე შენი მჯერა“ ქართულ ენაზე.

1987 ჯარდოე ასადმა პირველად საქართველოში ჩამოაყალიბა ქურთული თეატრალური ტრუპა, რომელსაც მიენიჭა ქურთული ხალხური თეატრის სახელწოდება.

1982 წლიდან ჯაროდე ასადი მუშაობდა „ვეფხისტყაოსნის“ ქურთულ თარგმანზე. პოეტი ისე გარდაიცვალა, რომ ბოლო თავები დაუმთავრებელი დარჩა. 2007 წელს ქურთმა პროფესორმა ქერიმ ანყოსიმ დაამთავრა პოემა და იმავე წელს წიგნი გამოიცა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]