ჯან იუჯელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯან იუჯელი
თურქ. Can Yücel
დაბადების თარიღი 21 აგვისტო, 1926(1926-08-21)[1] [2]
დაბადების ადგილი სტამბოლი[2]
გარდაცვალების თარიღი 12 აგვისტო, 1999(1999-08-12) (72 წლის)
გარდაცვალების ადგილი იზმირი[2]
საქმიანობა ენათმეცნიერი, პოეტი, მთარგმნელი და მწერალი
მოქალაქეობა  თურქეთი
ალმა-მატერი კემბრიჯის უნივერსიტეტი და ანკარის უნივერსიტეტი

ჯან იუჯელი (თურქ. Can Yücel; დ. 1926, სტამბოლი — გ. 12 აგვისტო, 1999, დატჩა) — XX საუკუნის თურქი პოეტი და მთარგმნელი, ჟურნალისტი.

მამამისი ჰასან ალი იუჯელი 1938-1946 წლებში თურქეთის განათლების მინისტრი იყო. მან გაატარა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა თურქეთის განათლების სისტემაში და იყო პირველი სასოფლო სკოლის დამაარსებელი. მამის მინისტრად დანიშვნის გამო ჯან იუჯელი 10 წლის ასაკში ოჯახთან ერთად ანკარაში გადავიდა საცხოვებლად. ამ ასაკში დაწერა თავისი პირველი ლექსი.

სწავლობდა ანკარის უნივერსიტეტის ენისა და ისტორიის ფაკულტეტზე. სადაც შეისწავლა ბერძნული და ლათინური ენები. ახალგაზრდობაში დაინტერესდა მარქსიზმით, შვილის ეს გადაწყვეტილება არ მოეწონა მამმისს და სასწავლებლად გააგზავნა ლონდონში.

თურქეთში დაბრუნდა 1953 წელს. გაიწვიეს არმიაში და იბრძოდა კორეის ომში. ომიდან დაბრუნების შემდეგ ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. მეუღლესთან ერთად გაემგზავრა ლონდონში, მუშაობდა თარჯიმნად რამდენიმე საელჩოში და BBC-ის რადიოარხის ახალი ამბების თურქულენოვან განყოფილებაში. 1960-იანი წლების დასაწყისში მიეძალა ალკოჰოლს, რის გამოც ხშირად უწევდა სამსახურის გაცდენა. საბოლოო ჯამში სამსახურის გარეშე დარჩა. თურქეთში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა ქალაქ მარმარისის ტურისტულ სააგენტოში. მალევე გახდა თურქეთის შრომის პარტიის წევრი. 1971 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ პარტიის მოქმედება აკრძალა და მისი წევრები, მათ შორის ჯან იუჯელიც დააპატიმრეს. გაატავისუფლეს 1974 წელს ამნისტიის შედეგად.

გარდაიცვალა 1999 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 Deutsche Nationalbibliothek Record #103373748 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.